მარიუპოლის საკრებულო - “აზოვსტალში“ სულ მცირე 2 000 მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება: ქალები, ბავშვები და მოხუცები, ბევრია დაჭრილი | Allnews.Ge

მარიუპოლის საკრებულო - “აზოვსტალში“ სულ მცირე 2 000 მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება: ქალები, ბავშვები და მოხუცები, ბევრია დაჭრილი

მარიუპოლის “აზოვსტალის“ ქარხანაში სულ მცირე 2 000 მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება - ქალები, ბავშვები და მოხუცები, ბევრია დაჭრილი, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მარიუპოლის საკრებულო Telegram-ზე იუწყება.

"ხალხი საშინელ მდგომარეობაშია, მედიკამენტბი არ არის, წყალთან და საკვებთან დაკავშირებით მდგომარეობა კატასტროფულია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათი განცხადებით, ადამიანების გადარჩენა სასწრაფოდ არის საჭირო.

"ქარხანაში სულ მცირე 2 000 მშვიდობიანი მოქალაქეა. ქალები, ბავშვები და მოხუცები. ბევრი დაჭრილია. ისინი ანტისანიტარიაში და საშინელ პირობებში არიან, მედიკამენტების გარეშე. კატასტროფული მდგომარეობაა სასმელ წყალთან და საკვებთან დაკავშირებით. მათი სასწრაფოდ გადარჩენაა საჭირო , "- აცხადებენ მარიუპოლის საკრებულოში.

ამასთან, ქალაქის საკრებულო ავრცელებს ფოტოებს, რომელზედაც „აზოვსტალის“ ერთ-ერთი თავშესაფრის საავადმყოფოში მყოფი დაჭრილები არიან ასახული.

"საშინელი ფოტოებია. მაგრამ მსოფლიომ უნდა იცოდეს რა ხდება. 24 საათის განმავლობაში რუსული არმიის ცეცხლის ქვეშ. განუწყვეტლივ", - აცხადებენ საკრებულოში.

myquiz