უკრაინის სახალხო დამცველი - რაშისტები უკრაინაში ბავშვებს იტაცებენ და რუსულ ოჯახებში ანაწილებენ | Allnews.Ge

უკრაინის სახალხო დამცველი - რაშისტები უკრაინაში ბავშვებს იტაცებენ და რუსულ ოჯახებში ანაწილებენ

რაშისტები უკრაინაში ბავშვებს იტაცებენ და რუსულ ოჯახებში ანაწილებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ავრცელებს.

„აგრესორის მედიიდან ცნობილი გახდა დონეცკის ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსკოვის მახლობლად მდებარე აპრელივკაში 27 ობოლი ბავშვის უკანონო გაყვანის ფაქტების შესახებ. ისინი ათამდე ადგილობრივი ოჯახში დროებითი მოვლისთვის გადაიყვანეს“, - განაცხადა დენისოვამ.

მისივე თქმით, უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია არის დანაშაული, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ტრეფიკინგის განმარტებას ექვემდებარება.

„ოკუპანტები არღვევენ სახელმწიფოს ვალდებულებას შეიარაღებულ კონფლიქტში დაიცვას ბავშვების უფლებები, რომელიც გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის 38-ე მუხლითაა გათვალისწინებული და ჟენევის კონვენციის 49-ე მუხლით, რაც ომის დროს სამოქალაქო პირების დაცვას უკავშირდება და კრძალავს იძულებით გადასახლებას ან დეპორტაციას“, - დასძინა უკრაინის ომბუდსმენმა.

დენისოვამ გაეროს კომისიას მიმართა, გამოიძიოს რუსეთის სამხედრო შეჭრის დროს უკრაინაში ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევები და გაითვალისწინოს უკრაინაში რუსეთის მიერ ბავშვთა უფლებების დარღვევისა და დანაშაულის ეს ფაქტები.

myquiz