ვლადიმერ პუტინი სერგეი შოიგუს - „აზოვსტალის” კატაკომბებში ჩასვლა საჭირო არ არის, დაბლოკეთ ეს ინდუსტრიული ტერიტორია ისე, რომ ბუზიც ვერ შეფრინდეს | Allnews.Ge

ვლადიმერ პუტინი სერგეი შოიგუს - „აზოვსტალის” კატაკომბებში ჩასვლა საჭირო არ არის, დაბლოკეთ ეს ინდუსტრიული ტერიტორია ისე, რომ ბუზიც ვერ შეფრინდეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „აზოვსტალის” კატაკომბებში ჩასვლა საჭირო არ არის და საჭიროა ინდუსტრიული ზონის ბლოკირება ისე, რომ „ბუზმაც კი ვერ შეძლოს იქ შეფრენა“.

მისი თქმით, ყოველთვის და ამ შემთხვევაში, მით უმეტეს, აუცილებელია რუსი ჯარისკაცების და ოფიცრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე ფიქრი.

„არ არის საჭირო ამ კატაკომბებში ჩასვლა. დაბლოკეთ ეს ინდუსტრიული ტერიტორია ისე, რომ ბუზიც ვერ შეფრინდეს. კიდევ ერთხელ შესთავაზეთ ყველას, ვისაც ჯერ არ დაუყრია იარაღი, გააკეთონ ეს“, - განაცხადა პუტინმა.