"შესაძლოა, რამდენიმე დღე ან საათი გვქონდეს დარჩენილი. მტერი 10-ჯერ მეტია" - 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური მარიუპოლიდან მსოფლიოს ლიდერებს მიმართავს | Allnews.Ge

"შესაძლოა, რამდენიმე დღე ან საათი გვქონდეს დარჩენილი. მტერი 10-ჯერ მეტია" - 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური მარიუპოლიდან მსოფლიოს ლიდერებს მიმართავს

მა­რი­უ­პოლ­ში მყოფ­მა 36-ე სა­ზღვაო ქვე­ი­თი ბრი­გა­დის მე­თა­ურ­მა სერ­გეი ვო­ლი­ნამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის მეშ­ვე­ო­ბით "აზოვსტა­ლის“ ალ­ყა­ში მოქ­ცე­უ­ლი ქარ­ხნი­დან მსოფ­ლიო ლი­დე­რებს მი­მარ­თა და დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა.

"შე­საძ­ლოა, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დღე, ან სა­ა­თი გვქონ­დეს დარ­ჩე­ნი­ლი. მტე­რი 10-ჯერ მე­ტია. სამ­ხედ­რო გარ­ნი­ზონ­ში 500-ზე მეტი დაჭ­რი­ლი ჯა­რის­კა­ცია. მივ­მარ­თავთ და მო­ვუ­წო­დებთ მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ლი­დერს, დაგ­ვეხ­მა­რონ. ვთხოვთ მათ, გა­დაგ­ვიყ­ვა­ნონ მე­სა­მე სა­ხელ­მწი­ფოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე,“- აღ­ნიშ­ნა სერ­გეი ვო­ლი­ნამ.

ამას­თან, 36-ე სა­ზღვაო ქვე­ი­თი ბრი­გა­დის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ჯა­რის­კა­ცე­ბის გარ­და "აზოვსტა­ლის“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ასო­ბით მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე, მათ შო­რის ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი იმ­ყო­ფე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბამ­დე ვო­ლი­ნამ კი­დევ ერთი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ის ამ­ბობს, რომ მა­რი­უ­პო­ლის გა­დარ­ჩე­ნის შან­სი ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს. "ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ახლა თქვენს ხელ­შია!" - ასე მი­მარ­თა მა­რი­უ­პოლ­ში მყოფ­მა 36-ე სა­ზღვაო ქვე­ი­თი ბრი­გა­დის მე­თა­ურ­მა სერ­გეი ვო­ლი­ნამ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მსოფ­ლიო ლი­დე­რებ­სა და დიპ­ლო­მა­ტებს.

ვო­ლი­ნას თქმით, მა­რი­უ­პო­ლის გა­დარ­ჩე­ნის ორი ვა­რი­ან­ტი არ­სე­ბობს.

"მა­რი­უ­პო­ლის გა­დარ­ჩე­ნის ორი ვა­რი­ან­ტია. პირ­ვე­ლი არის მკვეთ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია, რო­მე­ლიც ახ­ლა­ვე, ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­შუ­ა­ლე­ბით ჩა­ტარ­დე­ბა, ასე­ვე ძა­ლე­ბის რა­ო­დე­ნობ­რი­ვი, კარ­გად აღ­ჭურ­ვი­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა, რო­მე­ლიც ერთი იე­რი­შით, მკვეთ­რი დარ­ტყმით ჩვენს თავ­დაც­ვით ზო­ნა­ში გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნებს. ეს ვა­რი­ან­ტი შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა რთუ­ლი და სა­რის­კოა.

მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი არის პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მე ამას, საკ­მა­ოდ რე­ა­ლის­ტუ­რად აღ­ვიქ­ვამ, ეფექ­ტუ­რი დიპ­ლო­მა­ტი­ის პი­რო­ბებ­ში. ეს არის, სამ­ხედ­რო­ე­ბი­სა და ომში ჩარ­ჩე­ნი­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­სას­ვლე­ლის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე, სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტრო­ლის შექ­მნა. მივ­მარ­თავ მსოფ­ლიო ლი­დე­რებს, სა­მო­ქა­ლა­ქო და რე­ლი­გი­ურ მოღ­ვა­წე­ებს, დიპ­ლო­მა­ტებს! მა­რი­უ­პო­ლის გა­დარ­ჩე­ნის შან­სი ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს! ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ახლა თქვენს ხელ­შია!", - გა­ნა­ცხა­და ვო­ლი­ნამ.

myquiz