"სახლებში გამოკეტილი ხალხი ფანჯრებიდან ყვირის, რომ საკვები გაუთავდათ და მშივრები რჩებიან" - სასტიკი ლოქდაუნი ჩინეთში | Allnews.Ge

"სახლებში გამოკეტილი ხალხი ფანჯრებიდან ყვირის, რომ საკვები გაუთავდათ და მშივრები რჩებიან" - სასტიკი ლოქდაუნი ჩინეთში

სანამ ჩვენთან კორონავირუსის შემთხვევები დღითიდღე იკლებს, მსოფლიოში მის მორიგ ტალღას უმკლავდებიან. ჩინეთში, სადაც ყველა დარწმუნებული იყო, რომ პანდემია უკან მოიტოვეს, დღეს მომატებულ შემთხვევებს უკვე უმკაცრესი ლოქდაუნის წესებით ებრძვიან.

ცნობილია, რომ ჯერ კიდევ მარტიდან შანხაიში ლოქდაუნი მოქმედებს. ქალაქის მოსახლეობა ჩაკეტილია, სახლიდან გამოსვლა ტესტირების გარეშე არ შეუძლიათ. დაავადებულებსა და კონტაქტში მყოფებს არ აძლევენ ბინაზე დარჩენის საშუალებას, უსიმპტომოებიც კი ვალდებულნი არიან სპეციალურ კოვიდკლინიკებში გადავიდნენ, სადაც საშინელი პირობებია. ჩინელები უკმაყოფილებას არ ფარავენ, თუმცა ხელისუფლებისგან რეაგირება არ ყოფილა.

img-20220416-113822-1650104573.jpg

25 მილიონიანი ქალაქი, შანხაი 2 კვირაზე მეტია კარანტინში იმყოფება. გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მთელი მოსახლეობა სისტემატურ ტესტირებას ექვემდებარება და ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ კლინიკაში გადადის.

img-20220416-113937-1650104591.jpg

ამ პირობებში ცხოვრება ჩინელებისთვის უკვე აუტანელია. ხელისუფლება ვერ ახერეხებს, რომ სახლში გამოკეტილი ხალხი სურსათით ან აუცილებელი მედიკამენტებით უზრუნველყოს. საკვების შეძენა მხოლოდ ონლაინაა შესაძლებელი. გარდა იმისა, რომ მიტანის სერვისი კატასტროფულად გაძვირდა, კურიერების რაოდენობაც არ არის საკმარისი ასეთი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. 25 მილიონიან ქალაქს მხოლოდ რამდენიმე ათასი კურიერი ემსახურება. კლინიკებშიც პრობლემებია. არ არის ს აკმარისი სასმელი წყალი და ვერც ექიმები აუდიან პაციენტთა გაზრდილ ნაკადს.

განაგრძეთ კითხვა

myquiz