როგორია უკრაინა-რუსეთის სამხედრო პოტენციალი და რა დაკარგა რუსეთმა "მოსკოვის" განადგურებით? | Allnews.Ge

როგორია უკრაინა-რუსეთის სამხედრო პოტენციალი და რა დაკარგა რუსეთმა "მოსკოვის" განადგურებით?

რო­გო­რია ომში რო­გორც უკ­რა­ი­ნის, ასე­ვე ოკუ­პან­ტი რუ­სე­თის სამ­ხედ­რო პო­ტენ­ცი­ა­ლი; კონ­კრე­ტუ­ლად, რა სა­ხის შე­ი­ა­რა­ღე­ბა სჭირ­დე­ბა ახლა უკ­რა­ი­ნას სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით კონ­ტრშე­ტე­ვის­თვის და მთლი­ა­ნო­ბა­ში, უპი­რა­ტე­სო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად - ამ და სხვა აქ­ტუ­ა­ლურ თე­მებ­ზე AMBEBI.GE-ს სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტი გიგა ინაშ­ვი­ლი ესა­უბ­რა:

- აჟი­ო­ტა­ჟი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სი­ხა­რუ­ლი მოჰ­ყვა 13 აპ­რილს, რუ­სე­თის შავი ზღვის ფლო­ტის ფლაგ­მა­ნის, კრე­ი­სერ "მოს­კო­ვის" ჩა­ძირ­ვას. რა სა­ხის და რა­ო­დე­ნო­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბა იყო კრე­ი­სერ­ზე?

- რუ­სე­თის შავი ზღვის ფლაგ­მა­ნი კრე­ი­სე­რი "მოს­კო­ვი" საბ­ჭო­თა პრო­ექ­ტის 1164 "ატ­ლან­ტის" კლა­სის ერთ-ერთი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო, შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სამი ხო­მალ­დი­დან. 11 490 ტონა წყალ­წვის და 186 მეტ­რი სიგ­რძის ხო­მალ­დი პრაქ­ტი­კუ­ლად ამ არე­ალ­ში ყვე­ლა­ზე ძლი­ერ რუ­სულ ხო­მალდს წარ­მო­ად­გენ­და, უკ­რა­ი­ნას­თან ომში რუ­სუ­ლი სა­ზღვაო დაჯ­გუ­ფე­ბის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვას სწო­რედ "მოს­კო­ვი" უზ­რუნ­ველ­ყოფ­და, სა­კუ­თარ ბორტზე არ­სე­ბუ­ლი С-300Ф Форт-ის ტი­პის სა­ზე­ნი­ტო-სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სით, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი С-300 ის სა­ზღვაო მო­დი­ფი­კა­ცი­ას წარ­მო­ად­გენს. ხო­მალ­დზე ასე­თი 64 ერ­თე­უ­ლი სა­ზე­ნი­ტო რა­კე­ტა იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი.

a5ca95ff5ff8d8c8602e785673ad94eb-30015-1650096289.png

გარ­და ამი­სა, ხო­მალ­დის შემ­ტე­ვი შე­ი­ა­რა­ღე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო 16 ცალი П-1000 Вулкан-ის ტი­პის რა­კე­ტით, რო­მე­ლიც ოპე­რა­ტი­ულ მზად­ყოფ­ნა­ზე, სას­რო­ლად გამ­ზა­დე­ბულ სპე­ცი­ა­ლურ გამ­შვებ შახ­ტებ­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი. სა­ჰა­ე­რო სა­მიზ­ნე­ე­ბის და ხო­მალ­დსა­წი­ნა­აღ­მდე­გო რა­კე­ტე­ბის მო­სა­გე­რი­ებ­ლად ხო­მალ­დის ბოლო ზღუ­დე 6 ერ­თე­უ­ლი AK-630 ტი­პის 6 ლუ­ლი­ა­ნი 30 მმ-იანი სწრაფმსრო­ლე­ლი სა­ზე­ნი­ტო და­ნად­გა­რი იყო. ამას გარ­და, ხო­მალდს გა­აჩ­ნდა 2 ერ­თე­უ­ლი Оса-МА-ს ტი­პის სა­ზე­ნი­ტო-სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სი, 2 ცალი 5 გამ­შვე­ბი­ა­ნი 533 მმ კა­ლიბ­რი­ა­ნი სა­ტორ­პე­დო აპა­რა­ტი, 2 ცალი AK-130 ტი­პის 130 მმ-იანი საქ­ვე­მე­ხო კოშ­კუ­რა, 2 ცალი РБУ-6000 ტი­პის წყალ­ქვე­შა ნა­ვე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო რე­აქ­ტი­უ­ლი სიღ­რმუ­ლი ბომ­ბე­ბის სა­ტყორ­ცნი და­ნად­გა­რი და სხვა­დას­ხვა ტი­პის რა­დი­ო­ე­ლექტრო­ნუ­ლი ბრძო­ლის და რა­დი­ო­ტექ­ნი­კუ­რი დაზ­ვერ­ვის სის­ტე­მე­ბი.

მთლი­ა­ნო­ბა­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ საბ­რძო­ლო პო­ტენ­ცი­ალს სძენ­და ხო­მალდს... თუმ­ცა, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა საკ­მა­ოდ ჭკვი­ა­ნუ­რად და­გეგ­მი­ლი კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ით, სა­დაც "ბა­ი­რაქ­ტა­რის" ტი­პის დამ­რტყმე­ლი დრო­ნიც იყო ჩარ­თუ­ლი, "მოს­კო­ვი" ფსკე­რის­კენ გა­უშ­ვა. სა­ზღვაო ძა­ლე­ბის სა­ნა­პი­რო დაც­ვის ბა­ტა­რე­ამ, უკ­რა­ი­ნუ­ლი წარ­მო­ე­ბის ორი ცალი "ნეპ­ტუ­ნის" ტი­პის ხო­მალ­დსა­წი­ნა­აღ­მდე­გო რა­კე­ტა მარ­ცხე­ნა ბორ­ტში მო­არ­ტყა.

განაგრძეთ კითხვა

myquiz