დემოკრატიულმა სამყარომ უნდა აღიაროს, რომ რუსული ენერგორესურსების ფული, ფაქტობრივად არის ფული, დემოკრატიის განადგურებისთვის- ვოლოდიმირ ზელენსკი | Allnews.Ge

დემოკრატიულმა სამყარომ უნდა აღიაროს, რომ რუსული ენერგორესურსების ფული, ფაქტობრივად არის ფული, დემოკრატიის განადგურებისთვის- ვოლოდიმირ ზელენსკი

ზოგადად, დემოკრატიულმა სამყარომ უნდა აღიაროს, რომ რუსული ენერგორესურსების ფული, ფაქტობრივად არის ფული, დემოკრატიის განადგურებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ შემდეგ სანქციებში, რუსულ ნავთობზე უარიც უნდა შევიდეს.

მისი თქმით, სწორედ ამის შემდეგ იქნება სიმშვიდე

"ნომერ პირველი ამოცანაა, მშვიდობის აღდგენის დაჩქარება. ჩვენი შეიარაღებული ძალები ამას ბრწყინვალედ აკეთებენ, ისინი ოკუპანტის თავდასხმებს იგერიებენ, ისინი კონტრშეტევებს ახორციელებენ. თითოეული ჩვენი დამცველის მადლობელი ვარ, ამ დიდი საქმისთვის. ჩვენმა დიპლომატებმა ყველა შესაძლო მიმართულებით, ყველა შესაძლო დონეზე საქმიანობა უნდა გააგრძელონ. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მომდევნო პაკეტი რუსული ნავთობის მიტოვებას უნდა მოიცავდეს. ზოგადად, დემოკრატიულმა სამყარომ უნდა აღიაროს, რომ რუსული ენერგორესურსების ფული, ფაქტობრივად არის ფული, დემოკრატიის განადგურებისთვის. როდესაც ეს გადაწყვეტილებები მიიღება, ჩვენ ყველა დავინახავთ, რომ მშვიდობა ახლოვდება", - განაცხადა ზელენსკიმ.

myquiz