კოვიდაფეთქება აშშ-ის ზოგიერთ ქალაქში - კორონავირუსის რომელი შტამი ცირკულირებს ამერიკაში და როგორია ენტონი ფაუჩის პროგნოზი | Allnews.Ge

კოვიდაფეთქება აშშ-ის ზოგიერთ ქალაქში - კორონავირუსის რომელი შტამი ცირკულირებს ამერიკაში და როგორია ენტონი ფაუჩის პროგნოზი

აშშ-ში კო­ვი­დით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი კვლავ მზარ­დია: კო­ვი­და­ფეთ­ქე­ბაა ნიუ იორკსა და ვა­შინგტონ­ში. რო­გორც cnbc - წერს, ად­ვი­ლად გა­დამ­დე­ბი omicron BA.2 ქვე­ვა­რი­ან­ტი მთელ ქვე­ყა­ნა­ში ვრცელ­დე­ბა. კო­ვიდ­პა­ცი­ენ­ტე­ბის 86% სწო­რედ ამ ქვე­ვა­რი­ან­ტი­თაა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში გა­სულ კვი­რას­თან შე­და­რე­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის რი­ცხვი შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში 20%-ითაა გაზ­რდი­ლი.

თეთ­რი სახ­ლის მთა­ვარ­მა სა­მე­დი­ცი­ნო მრჩე­ველ­მა დოქ­ტორ­მა, ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩიმ თქვა, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში კო­ვი­დი გა­აგ­რძე­ლებს ცირ­კუ­ლა­ცი­ას და შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

ფა­უ­ჩის პროგ­ნო­ზით, არ იქ­ნე­ბა ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მა­ტე­ბა, რად­გა­ნაც აღ­ნიშ­ნუ­ლი ვა­რი­ან­ტის შემ­თხვე­ვა­ში და­ა­ვა­დე­ბა შე­და­რე­ბით მარ­ტივ ფორ­მაSი მიმ­დი­ნა­რე­ობს. "მე პი­რა­დად მჯე­რა, რომ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა არ გვექ­ნე­ბა", - ამ­ბობს ფა­უ­ჩი.

CDC-ის დი­რექ­ტორ­მა, დოქ­ტორ­მა რო­შელ ვა­ლენ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, რომ აშშ-ს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში იმუ­ნი­ტე­ტის საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი დო­ნეა რაც უზ­რუნ­ველ­ყოს გარ­კვე­ულ და­ცუ­ლო­ბას ვირუ­სის მი­მართ.

ომიკ­რო­ნის BA.2 ქვე­ვა­რი­ან­ტი წარ­მო­ად­გენს ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის 92%-ს ნიუ-იორკსა და ნიუ ჯერ­სი­ში.

myquiz