26 მანქანა, 30 მიწის ნაკვეთი, 55 სახლი, 17 ავტოსადგომი და იახტა.- რა ქონება დაუყადაღა უკრაინის სასამართლომ ვიქტორ მედვედჩუკს | Allnews.Ge

26 მანქანა, 30 მიწის ნაკვეთი, 55 სახლი, 17 ავტოსადგომი და იახტა.- რა ქონება დაუყადაღა უკრაინის სასამართლომ ვიქტორ მედვედჩუკს

ლვო­ვის ლი­ჩა­კოვ­სკის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის, უკ­რა­ი­ნის ოპო­ზი­ცი­უ­რი პლატ­ფორ­მა ,"სი­ცო­ცხლის" ლი­დე­რის, ოლი­გარქ ვიქ­ტორ მედ­ვედ­ჩუ­კი­სა და მისი მე­უღ­ლის აქ­სა­ნა მარ­ჩენ­კოს უძ­რა­ვი და მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბის 154 ობი­ექ­ტი და­ა­ყა­და­ღა, - ამის შე­სა­ხებ გა­მო­ძი­ე­ბის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­რო­ზე დაყ­რდნო­ბით უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა "უკ­რინ­ფორ­მი“ იტყო­ბი­ნე­ბა.

"13 აპ­რილს ლვო­ვის ლი­ჩა­კოვ­სკის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ გა­მო­ძი­ე­ბის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­როს მო­თხოვ­ნით უკ­რა­ი­ნის დე­პუ­ტა­ტის ვიქ­ტორ მედ­ვედ­ჩუ­კი­სა და მისი მე­უღ­ლის ოქ­სა­ნა მარ­ჩენ­კოს 154 მოძ­რა­ვი და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა და­ა­ყა­და­ღა“, - ნათ­ქვა­მია სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­როს გან­ცხა­დე­ბა­ში.

კერ­ძოდ, სა­სა­მარ­თლომ და­ა­ყა­და­ღა 26 მან­ქა­ნა, 30 მი­წის ნაკ­ვე­თი, 55 სახ­ლი 17 ავ­ტო­სად­გო­მი და იახ­ტა.

ასე­ვე და­ყა­და­ღე­ბუ­ლია 25 კომ­პა­ნი­ის სა­წეს­დე­ბო კა­პი­ტა­ლის აქ­ცი­ე­ბი, რო­მელ­თა მფლო­ბე­ლია ვიქ­ტორ მედ­ვედ­ჩუ­კი ან მისი მე­უღ­ლე.

შე­გახ­სე­ნებთ, 27 თე­ბერ­ვალს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ღა­ლატ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ვიქ­ტორ მედ­ვედ­ჩუ­კი ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­იქ­ცა. უკ­რა­ი­ნის სა­სა­მარ­თლომ მედ­ვედ­ჩუკს ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა ორი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე შე­უ­ფარ­და - შავ ზღვა­ში ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის წარ­მო­ე­ბი­სა და დონ­ბა­სის დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან, ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის ხელ­შე­წყო­ბა, კერ­ძოდ მათ­თვის ქვა­ნახ­ში­რის მი­წო­დე­ბა.

12 აპ­რილს ის უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად და­ა­კა­ვეს.

პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ოფი­ცი­ა­ლურ მოს­კოვს მედ­ვედ­ჩუ­კის გაც­ვლა რუ­სეთ­ში მყოფ უკ­რა­ი­ნელ სამ­ხედ­რო ტყვე­ებ­ში შეს­თა­ვა­ზა.