"ბნელეთის პრინცი" - ვინ არის ვიქტორ მედვედჩუკი და რა როლი აქვს უკრაინაში რუსეთის ჯარის შეჭრაში | Allnews.Ge

"ბნელეთის პრინცი" - ვინ არის ვიქტორ მედვედჩუკი და რა როლი აქვს უკრაინაში რუსეთის ჯარის შეჭრაში

ვიქ­ტორ მედ­ვედ­ჩუ­კი უკ­რა­ი­ნე­ლი ოლი­გარ­ქი, უკ­რა­ი­ნის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, პარ­ტია "სი­ცო­ცხლის­თვის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე და უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­საც პუ­ტინ­თან მრა­ვალ­წლი­ა­ნი მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებს და რო­მე­ლიც თა­ვის პარ­ტი­ას­თან ერ­თად, კრემ­ლი­სა და პუ­ტი­ნის მთა­ვა­რი ხმა იყო უკ­რა­ი­ნა­ში. უკ­რა­ი­ნელ ოფი­ცი­ა­ლურ პირ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ამ დრო­ის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლია.

ადრე მედ­ვედ­ჩუ­კი კუ­ლი­სე­ბი­დან მოქ­მე­დებ­და და პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს ისე მარ­თავ­და, რის გა­მოც "რუხი კარ­დი­ნა­ლი" შე­არ­ქვეს, ხოლო ახლა უკ­რა­ი­ნა­ში მას "ბნე­ლე­თის პრინცს" უწო­დე­ბენ.

მედ­ვედ­ჩუ­კი პუ­ტინ­თან ყვე­ლა­ზე უფრო და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლია. რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი მისი შვი­ლის, და­რი­ას ნათ­ლი­აა. 2004 წელს, რო­დე­საც გო­გო­ნა და­ი­ბა­და, მშობ­ლებ­მა, ვიქ­ტორ­მა და ოქ­სა­ნა მარ­ჩენ­კომ პუ­ტინს მისი მო­ნათ­ვლა სთხო­ვეს და ისიც და­თან­ხმდა.

dariamedvedchuki-50008-1649925996.webp

ვიქ­ტორ და და­რია მედ­ვედ­ჩუ­კე­ბი

ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უ­ში მედ­ვედ­ჩუკ­მა და­რი­ას ბავ­შვო­ბა გა­იხ­სე­ნა და თქვა, რომ პუ­ტინ­მა ბავ­შვს ყვა­ვი­ლე­ბის თა­ი­გუ­ლი და და­თუ­ნია აჩუ­ქა, რო­დე­საც პუ­ტი­ნი მედ­ვედ­ჩუ­კებს ყი­რი­მის ვი­ლა­ში ეს­ტუმ­რა.

"ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა 20 წელ­ზე მე­ტია ვი­თარ­დე­ბა. არ მინ­და ვთქვა, რომ ვი­ყე­ნებ პუ­ტინ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, მაგ­რამ ეს ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი არ­სე­ნა­ლის ნა­წი­ლი იყო,“ - ამ­ბობ­და მედ­ვედ­ჩუ­კი წლე­ბის წინ გა­მო­ცე­მა Time-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში და დას­ძენ­და, რომ მხო­ლოდ თვი­თონ შე­ეძ­ლო რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბა.

გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მედ­ვედ­ჩუ­კის პარ­ტია უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბის სა­მიზ­ნე გახ­და. ის 2021 წლის მა­ის­ში ღა­ლატ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს და ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. 2022 წლის იან­ვარ­ში კი შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის დაზ­ვერ­ვა აცხა­დებ­და, რომ მედ­ვედ­ჩუ­კი თა­ვის მო­კავ­ში­რე­ებ­თან ერ­თად სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მო­წყო­ბას ცდი­ლობ­და.

medvedchukidaputini-50081-1649926047.webp

2020 წელი, მოს­კო­ვი - მედ­ვედ­ჩუ­კი­სა და პუ­ტი­ნის შეხ­ვედ­რის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო

ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი გა­სუ­ლი შვი­დი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყე­ნებ­და ხელთ არ­სე­ბულ ყვე­ლა რე­სურსს, რომ არ და­ე­კარ­გა გავ­ლე­ნა უკ­რა­ი­ნა­ზე, მათ შო­რის პირ­და­პირ შეჭ­რას, რად­გა­ნაც ამ­ჩნევ­და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის სულ უფრო მზარდ სწრაფ­ვას და­სავ­ლე­თის­კენ. უკ­რა­ი­ნა­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა პუ­ტი­ნის­თვის მედ­ვედ­ჩუ­კი და მისი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია იყო, ამი­ტომ გა­საკ­ვი­რი არაა, რომ ვი­თა­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით გამ­წვავ­და მას შემ­დეგ, რაც უკ­რა­ი­ნამ პუ­ტი­ნის მე­გობ­რის წი­ნა­აღ­მდეგ შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი მი­ი­ღო - პუ­ტი­ნის­თვის ეს უკ­რა­ი­ნა­ში კრემ­ლის ხმის დახ­შო­ბას ნიშ­ნავ­და.

განაგრძეთ კითხვა

myquiz