რა არის ცნობილი რუსულ სარაკეტო ხომალდ "ნეპტუნზე"? - სავარაუდოდ, სწორედ უკრაინულმა რაკეტებმა ააფეთქეს "მოსკოვი" | Allnews.Ge

რა არის ცნობილი რუსულ სარაკეტო ხომალდ "ნეპტუნზე"? - სავარაუდოდ, სწორედ უკრაინულმა რაკეტებმა ააფეთქეს "მოსკოვი"

13 აპ­რილს, უკ­რა­ი­ნულ­მა მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუ­სე­თის შავი ზღვის ფლო­ტის სა­რა­კე­ტო კრე­ი­სერს "მოს­კოვს“ უკ­რა­ი­ნუ­ლი "ნეპ­ტუ­ნის“ ორი რა­კე­ტა მოხ­ვდა. "სამ­ხედ­რო ხო­მალ­დი იწ­ვის", - წერ­და უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "უნი­ა­ნი“ და იქვე ცი­ტი­რებ­და ჟურ­ნა­ლისტ სერჟ მარ­კოს მიერ "ფე­ის­ბუქ­ში" და­წე­რილ პოსტს: "კრე­ი­სერ "მოს­კოვს" ახ­ლა­ხანს მოხ­ვდა "ნეპ­ტუ­ნის“ ორი რა­კე­ტა. ის დგას, იწ­ვის. ზღვა­ზე კი შტორ­მია. რო­გორც ჩანს, ტაქ­ტი­კუ­რი დატ­ბორ­ვაა სა­ჭი­რო".

მომ­ხდა­რი და­ა­დას­ტუ­რეს ოდე­სის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა მაქ­სიმ მარ­ჩენ­კომ და პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლის მრჩე­ველ­მა ალექ­სი არეს­ტო­ვიჩ­მა.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კრე­ი­სე­რი "მოს­კო­ვი“ ზუს­ტად იგი­ვე რუ­სუ­ლი ხო­მალ­დია, სა­ი­და­ნაც უკ­რა­ი­ნელ მე­სა­ზღვრე­ებს, თე­ბერ­ვლის ბო­ლოს, ზმე­ი­ნის კუნ­ძულ­ზე, და­ნე­ბე­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­დნენ. პა­სუ­ხად კი - უკ­რა­ი­ნე­ლი მე­სა­ზღვრე­ე­ბის­გან ცნო­ბი­ლი ფრა­ზა: "Русский военный корабль, иди на х*й“ მი­ი­ღეს.

normand-2now18-39496-1649925551.jpg

მოგ­ვი­ა­ნე­ით კე­რი­სერ­ზე პრობ­ლე­მე­ბი აღი­ა­რა რუ­სულ­მა მხა­რე­მაც. რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, შავი ზღვის ფლო­ტის სა­რა­კე­ტო კრე­ი­სერ­ზე "მოს­კო­ვი“ ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. სა­მი­ნის­ტროს მოკ­ლე შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში, რო­მე­ლიც რუ­სულ­მა სა­ა­გენ­ტო­ებ­მა წუ­ხელ გა­ავ­რცე­ლეს, ნათ­ქვა­მია, რომ სა­რა­კე­ტო კრე­ი­სერ­ზე ხან­ძრის შე­დე­გად მოხ­და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის აფეთ­ქე­ბა, რა­მაც გემი სე­რი­ო­ზუ­ლად და­ზი­ა­ნა. მათი მტკი­ცე­ბით, ეკი­პა­ჟი სრუ­ლად ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლია. რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, მიმ­დი­ნა­რე­ობს ხან­ძრის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნა.

კრე­ი­სე­რის ეკი­პაჟ­ში, სხვა­დას­ხვა მო­ნა­ცე­მით, 500-დან 750-მდე სამ­ხედ­რო ირი­ცხე­ბა. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ეკი­პა­ჟის სრუ­ლი ევა­კუ­ა­ცია შე­საძ­ლოა, იმას ნიშ­ნავ­დეს, რომ ზღვა­ში გე­მის გა­მო­ყე­ნე­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბა და უნდა ჩა­ძი­რონ.

რა არის ცნო­ბი­ლი კრე­ი­სერ "მოს­კოვ­ზე"?

სა­რა­კე­ტო კრე­ი­სე­რი "მოს­კო­ვი“, რო­მელ­საც ჯერ "სლა­ვა“ ერ­ქვა, ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში 1983 წლი­დან შე­ვი­და, ის რუ­სე­თის შავი ზღვის ფლო­ტის ფლაგ­მანს და პრო­ექტ 1164 -"ატ­ლან­ტის" მთა­ვარ ხო­მალდს წარ­მო­ად­გენ­და. მისი სიგ­რძე - 186, 5, სი­გა­ნე - 20, 8 და სი­მაღ­ლე - 42, 5 მეტ­რია. მის შე­ი­ა­რა­ღე­ბას წარ­მო­ად­გენს რა­კე­ტა "ვულ­კა­ნის“ 16 გამ­შვე­ბი და­ნად­გა­რი.

განაგრძეთ კითხვა

myquiz