მსახიობი შონ პენი აპირებს უკრაინაში დაბრუნდეს და რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლოს | Allnews.Ge

მსახიობი შონ პენი აპირებს უკრაინაში დაბრუნდეს და რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლოს

ამერიკელი მსახიობი შონ პენი, რომელმაც უკრიანის მიმართ მხარდაჭერა არაერთხელ გამოხტა, აპირებს უკრაინაში დაბრუნდეს და რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლოს, - ამ ინფორმაციას Hollywood Authentic ავრცელებს.

”მე ვაპირებ უკრაინაში დაბრუნებას. მაგრამ მე არ ვარ იდიოტი, არ ვარ დარწმუნებული, შემიძლია თუ არა რაიმის შეთავაზება. მე არ ვაპირებ პრეზიდენტ ზელენკისა ან მის თანამშრომლების დრო მიმოწერაში დავახარჯვინო, ვიდრე ისინი ალყაში არიან. მე ალბათ გავუგზავნი ერთ შეტობინებას შტაბის უფროსის მეშვეობით: „აი, რისი გაკეთება მინდა, რაც, ვფიქრობ, ღირებული იქნება. უნდა მიპასუხონ: არ მოხვიდე, ან მოდი და გააკეთე ის, რასაც გეგმავ“, - განაცხადა მსახიობმა.

აღსანიშნავია, რომ შონ პენი თებერვლის დასაწყისში უკრაინაში დოკუმენტური ფილმის გადასაღებად ჩავიდა, თუმცა სიცოცხლის საფრთხის გამო იძულებული გახდა უკრაინა დაეტოვებინა.

myquiz