ვინ არის 60 წლის "სისხლიანი გენერალი", რომელსაც პუტინმა ომის მართვა ჩააბარა - რატომ ვარაუდობენ, რომ მისი დანიშვნა რუსეთისთვის დრამატული იქნება? | Allnews.Ge

ვინ არის 60 წლის "სისხლიანი გენერალი", რომელსაც პუტინმა ომის მართვა ჩააბარა - რატომ ვარაუდობენ, რომ მისი დანიშვნა რუსეთისთვის დრამატული იქნება?

რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა, უკ­რა­ი­ნა­ში ომის ახალ ფა­ზა­ში გა­და­საყ­ვა­ნად, ახა­ლი მე­თა­უ­რი და­ნიშ­ნა. ალექ­სან­დრ დვორ­ნი­კოვს ან­ტიკ­რემ­ლის­ტუ­რი რუ­სუ­ლი მე­დია (და არამ­ხო­ლოდ) სის­ხლი­ან გე­ნე­რალს უწო­დებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, დვორ­ნი­კოვ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ო­მა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ი­ძი­ნა ჯერ ჩეჩ­ნეთ­ში, შემ­დეგ კი სი­რი­ა­ში ომის დროს, სა­დაც რუ­სე­თის ჯა­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

"ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლა, რო­მე­ლიც დვორ­ნი­კო­ვის მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ამ ქვეყ­ნე­ბი­დან ვრცელ­დე­ბო­და, ვე­რა­ნა­ირ სა­ერ­თა­შო­რი­სო კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებ­და, თუმ­ცა, ის პუ­ტინ­მა რუ­სე­თის წი­ნა­შე ჩა­დე­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღვაწ­ლის­თვის რუ­სე­თის გმი­რის ორ­დე­ნით 2016 წელს სი­რი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, კრემლში და­ა­ჯილ­დო­ვა..." - წერ­და მა­შინ ან­ტი­პუ­ტი­ნის­ტუ­რი მე­დია, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, კრემ­ლმა დაბ­ლო­კა.

dvornik-63547-1649827431.jpg

"სი­რი­ე­ლი ჯა­ლა­თი " - ასე ახა­სი­ა­თებს მას გა­მო­ცე­მა detaly.co.il, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, ის სი­რი­ა­ში და­უნ­დობ­ლად, ხორცსა­კეპ მან­ქა­ნა­ში ატა­რებ­და მშვი­დო­ბი­ან უია­რა­ღო მო­სახ­ლე­ო­ბას.

"შე­სა­ბა­მი­სად, მას მუდ­მი­ვად ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლებ­ში..." - წერს გა­მო­ცე­მის ჟურ­ნა­ლის­ტი ალექ­სან­დრა აპელ­ბერ­გი.

მი­სი­ვე ცნო­ბით, 60 წლის გე­ნე­რა­ლი ძვე­ლი რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო სკო­ლის მო­სამ­სა­ხუ­რედ ით­ვლე­ბა, რო­მე­ლიც საბ­ჭო­უ­რი დოქ­ტრი­ნით არის აღ­ზრდი­ლი. ის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის და ობი­ექ­ტე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას ბრძო­ლის ველ­ზე მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად აუ­ცი­ლე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბად აღიქ­ვამს.

Washington Post-თან სა­უ­ბარ­ში, ლონ­დო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­პა­ტიო პრო­ფე­სო­რი მარკ გა­ლე­ო­ტი ამ­ბობს, რომ დვორ­ნი­კოვს რუ­სე­თის გენშტა­ბის უფ­რო­სის, ვა­ლე­რი გე­რა­სი­მო­ვის ად­გი­ლის და­კა­ვე­ბის პრე­ტენ­ზია აქვს.

"ახლა კი, პუ­ტი­ნის­თვის თა­ვის მო­სა­წო­ნებ­ლად სწო­რე­დაც კარ­გი დროა" - წერს და­სავ­ლუ­რი მე­დია.

მათი ცნო­ბით, 1982 წლი­დან ის და­უნ­დობ­ლად მი­ი­წევ­და წინ სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რის გა­სა­კე­თებ­ლად. მისი სი­სას­ტი­კით გა­მორ­ჩე­უ­ლი საქ­მე­ე­ბი მო­ი­ცავს ჩეჩ­ნე­თის მე­ო­რე ომს, შემ­დეგ კი სი­რი­ას, სა­დაც ის რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მე­თა­უ­რად და­ი­ნიშ­ნა.

dvornikovi-63271-1649827447.jpg

"2015 წელს, დვორ­ნი­კოვ­მა, ასა­დის მხარ­და­ჭე­რით, იდ­ლი­ბის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით ავი­ა­ბა­ზა გახ­სნა, სა­ი­და­ნაც მთელ იდ­ლიბს, ზო­გა­დად სი­რი­ის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებს, მათ შო­რის უკვე მი­წას­თან გას­წო­რე­ბულ ალე­პოს უტევ­და. მის "დამ­სა­ხუ­რე­ბებს" შო­რის არის, ხმე­ი­მის ბა­ზი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ავი­ა­დარ­ტყმე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ზე, სკო­ლებ­ზე, პუ­რის რი­გებ­ში მდგომ ადა­მი­ა­ნებ­ზე... თუმ­ცა, მისი ბა­ზი­დან უკ­რა­ი­ნა­ში გა­დას­რო­ლი­ლი არა­ერ­თი სამ­ხედ­რო პი­ლო­ტის­თვის, რომ­ლებ­მაც გა­მოც­დი­ლე­ბა სი­რი­ა­ში მი­ი­ღეს, უკ­რა­ი­ნა­ში საბ­რძო­ლო გაფ­რე­ნა უკა­ნას­კნე­ლი აღ­მოჩ­ნდა..." - წერს გა­მო­ცე­მა detaly.co.il

განაგრძეთ კითხვა

myquiz