მსოფლიომ რეაგირება ახლა უნდა მოახდინოს, რადგან მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების შემდეგ, ნებისმიერი რეაქცია აღარაფერს შეცვლის- ვოლოდიმირ ზელენსკი | Allnews.Ge

მსოფლიომ რეაგირება ახლა უნდა მოახდინოს, რადგან მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების შემდეგ, ნებისმიერი რეაქცია აღარაფერს შეცვლის- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მსოფლიომ „პრევენციული რეაგირება“ უნდა მოახდინოს მარიუპოლში მომწამვლელი ნივთიერების შემცველი საბრძოლო მასალის გამოყენებაზე.

„დიდი ყურადღებით ვაკვირდებით მარიუპოლში ქალაქის დამცველების წინააღმდეგ მომწამვლელი ნივთიერების შემცველი საბრძოლო მასალის გამოყენების შესახებ. ჯერჯერობით შეუძლებელია ასპროცენტიანი დასკვნების გაკეთება იმის შესახებ, თუ რა სახის ნივთიერება იყო ეს. გასაგებია, რომ ბლოკირებულ ქალაქში შეუძლებელია სრული გამოძიების და ანალიზის ჩატარება. მაგრამ მარიუპოლის დამცველების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით რუსი პროპაგანდისტების არაერთგზის მუქარისა და რუსული არმიის მიერ უკრაინაში ფოსფორის საბრძოლო მასალის არაერთხელ გამოყენების გათვალისწინებით, მსოფლიომ რეაგირება ახლა უნდა მოახდინოს. რეაგირება პრევენციულად, რადგან მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების შემდეგ, ნებისმიერი რეაქცია არ შეცვლის არაფერს,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

myquiz