ჩვენი მიზნები აბსოლუტურად ნათელია, ისინი კეთილშობილურია - მთავარი მიზანია დონბასში ხალხის დახმარება- ვლადიმერ პუტინი | Allnews.Ge

ჩვენი მიზნები აბსოლუტურად ნათელია, ისინი კეთილშობილურია - მთავარი მიზანია დონბასში ხალხის დახმარება- ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მისი ძალები უკრაინაში მამაცურად, ეფექტურად მოქმედებენ და იყენებენ ყველაზე თანამედროვე იარაღს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

სააგენტო „ინტერფაქსის" ცნობით კი, კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთს „სხვა გზა არ ჰქონდა", გარდა იმისა, რომ დაეწყო სამხედრო ოპერაცია უკრაინაში რუსეთის დასაცავად.

რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მისი ძალები მიზანს მიაღწევენ.

„ეს ასე იქნება. ამაში ეჭვი არ მეპარება. მიზნები აბსოლუტურად ნათელია, ისინი კეთილშობილურია", - განაცხადა პუტინმა რუსეთის კოსმონავტიკის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე ვოსტოჩნის კოსმოსურ პორტში გამოსვლისას.

„მთავარი მიზანია დონბასში ხალხის დახმარება,” - დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.