მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც "ვრემიას“ ეთერში ომის საწინააღმდეგო ბანერით შევიდა, გერმანულმა გამოცემამ დაასაქმა | Allnews.Ge

მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც "ვრემიას“ ეთერში ომის საწინააღმდეგო ბანერით შევიდა, გერმანულმა გამოცემამ დაასაქმა

რუ­სე­თის "პირ­ვე­ლი არ­ხის“ ყო­ფი­ლი რე­დაქ­ტო­რი მა­რი­ნა ოვ­სი­ა­ნი­კო­ვა, რო­მე­ლიც რუ­სე­თის „პირ­ვე­ლი არ­ხის“ სა­ინ­ფორ­მა­ცი­აო გა­და­ცე­მის „ვრე­მი­ას“ ეთერ­ში ომის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პლა­კა­ტით შე­ვარ­და, გერ­მა­ნულ­მა გა­მო­ცე­მა Die Welt-მა და­ა­საქ­მა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას Die Welt-ის მფლო­ბე­ლი "აქ­სელ სპრინ­გე­რი“ ავ­რცე­ლებს.

ოვ­სი­ა­ნი­კო­ვა გერ­მა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მის კო­რეს­პონ­დენ­ტი იქ­ნე­ბა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ოვ­სი­ა­ნი­კო­ვა იმუ­შა­ვებს გა­ზე­თის­თვის და ასე­ვე, Die Welt-ის ტე­ლე­ვი­ზი­ის­თვის რო­გორც უკ­რა­ი­ნი­დან, ასე­ვე რუ­სე­თი­დან.

შე­გახ­სე­ნებთ, მოს­კო­ვის სა­სა­მარ­თლომ რუ­სე­თის „პირ­ვე­ლი არ­ხის“ თა­ნამ­შრო­მე­ლი მა­რი­ნა ოვ­სი­ა­ნი­კო­ვა, რო­მე­ლიც გა­და­ცე­მა „ვრე­მი­ას“ მსვლე­ლო­ბი­სას გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნის ზურგს უკან ომის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პლა­კა­ტით გა­მოჩ­ნდა, 30 000 რუბ­ლით და­ა­ჯა­რი­მა.