რუსეთის ახალი შეტევა დონბასის რეგიონში უკვე დაიწყო- უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი | Allnews.Ge

რუსეთის ახალი შეტევა დონბასის რეგიონში უკვე დაიწყო- უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი

რუსეთის ახალი შეტევა დონბასის რეგიონში უკვე დაიწყო, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვადიმ დენისენკომ განაცხადა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

უკრაინელმა და დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ უკანასკნელი დღეების განმავლობაში ისინი დონბასში რუსული ჯარების გადაადგილებას აკვირდებოდნენ.

„უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ იქნება 24 თებერვლის მსგავსი შეტევა, როდესაც ჯერ საჰაერო დარტყმები იყო, შემდეგ კი გამოვაცხადეთ, რომ ომი დაიწყო. ამჯერად, დიდი შეტევა უკვე დაიწყო. რუსები სამხედრო ძალებს აგროვებენ. ისინი აგრძელებენ ჯარისა და აღჭურვილობის გადანაწილებას დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში. მართალია, ჯერ კიდევ არ არის მასშტაბური ბრძოლები, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ შეტევა უკვე დაწყებულია“, - განაცხადა დენისენკომ.

როგორც მან აღნიშნა, აფეთქებები ღამით დნეპროპეტროვსკის მიმდინარეობდა და უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის, ხარკოვის დაბომბვა ასევე გრძელდება.

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება დონბასში მოსახლეობის „გაძლიერებულ ევაკუაციას“ აწარმოებს. მანვე აღნიშნა, რომ დღეს, 11 აპრილს დაგეგმილია ევაკუაციის მატარებლები ლუგანსკიდან და დონეცკიდან.