რუსეთი დაეცემა, ხოლო უკრაინა ევროპული მომავლისკენ მიემართება- ურსულა ფონ დერ ლაიენი
რუსეთი დაეცემა, ხოლო უკრაინა ევროპული მომავლისკენ მიემართება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა "ტვიტერზე" განაცხადა.
ლაიენის თქმით, ევროპა სანქციების მე-6 პაკეტს ამზადებს.
"ჩვენ, ვერასოდეს შევადარებთ რაიმეს, უკრაინელი ხალხის თავგანწირვას, მაგრამ ვახორციელებთ ჩვენი ეკონომიკური ძალის მობილიზებას, რათა პუტინმა ამისთვის გადაიხადოს. ჩვენ, რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დავაწესეთ და უკვე ვამზადებთ სანქციების მე-6 პაკეტს. რუსეთი დაეცემა, ხოლო უკრაინა ევროპული მომავლისკენ მიემართება", - წერს ლაიენი.