ევროკომისიის პრეზიდენტი - მე დღეს კიევში ვარ, რათა გითხრათ, რომ ევროპა თქვენს მხარესაა - თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა | Allnews.Ge

ევროკომისიის პრეზიდენტი - მე დღეს კიევში ვარ, რათა გითხრათ, რომ ევროპა თქვენს მხარესაა - თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ბუჩაში ვიზიტს ,,ტვიტერის" გვერდზე ეხმაურება.ლაიენის თქმით, მისი კიევში ვიზიტის მიზეზი, უკრაინელი ხალხის მიმართ გვერდით დგომის გამოხატვაა.

„ჩემი ვიზიტის ბუჩაში დაწყება მნიშვნელოვანი იყო. ჩემი გზავნილი უკრაინელ ხალხს: სისასტიკეზე პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან. თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. მე დღეს კიევში ვარ, რათა გითხრათ, რომ ევროპა თქვენს მხარესაა", - განაცხადა ლაიენმა.

myquiz