კრამატორკში რკინიგზის სადგურზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა
უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორკში რკინიგზის სადგურზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.- ამ ინფორმაციას უკრაინის რკინგიზა ავრცელებს.
რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარის ალექსანდრ კამიშინის ინფრომაციით, კარამატორკის ტკინიგზის სადგურზე ცოტა ხნის წინ 2 ავიააიერიში განხორციელდა.
„ეს არის მიზანმიმართული დარტყმა რკინიგზის სამგზავრო ინფრასტრუქტურისა და ქალაქ კრამატორსკის მცხოვრებლებისთვის“, - განაცხადა მან.