ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი შიმშილი“ - კოვიდაფეთქება ჩინეთში, საკვების პრობლემა, ერთმანეთს მოწყვეტილი მშობლები და ბავშვები | Allnews.Ge

ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი შიმშილი“ - კოვიდაფეთქება ჩინეთში, საკვების პრობლემა, ერთმანეთს მოწყვეტილი მშობლები და ბავშვები

ჩი­ნე­თის უდი­დეს ქა­ლაქ შან­ხა­ი­ში კო­ვიდ აფეთ­ქე­ბაა. ქა­ლა­ქი, სა­დაც 25 მი­ლი­ო­ნი მა­ცხოვ­რე­ბე­ლია, მკაც­რი "ლო­ქ­და­უ­ნის" პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობს. ხუთ­შა­ბა­თის მო­ნა­ცე­მე­ბით, შან­ხა­ი­ში კო­ვი­დით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა 20 000 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. ორ­შა­ბათს ჩი­ნე­თის მთავ­რო­ბამ შან­ხა­ის "ლო­ქ­და­უ­ნი" გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ვა­დით გა­აგ­რძე­ლა და მას შემ­დეგ, ადა­მი­ა­ნებს სახ­ლი­დან გას­ვლა ეკ­რძა­ლე­ბათ, იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ მათ საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნა სურთ.

ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა აღი­ა­რეს, რომ ქა­ლა­ქი სირ­თუ­ლე­ე­ბის წი­ნა­შეა და რომ ისი­ნი სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მოს­წო­რე­ბას ცდი­ლო­ბენ.

შან­ხა­ის მა­ცხოვ­რებ­ლებს მხო­ლოდ საკ­ვე­ბით მო­მა­რა­გე­ბის პრობ­ლე­მა არ აწუ­ხებთ, მათ­თვის ისიც პრობ­ლე­მუ­რია, რომ მთავ­რო­ბა კო­ვი­დით ინ­ფი­ცი­რე­ბულ ბავ­შვებს მშობ­ლებს აშო­რებს და იზო­ლა­ცი­ის ცენ­ტრებ­ში მარ­ტო გა­დაჰ­ყავთ.

shanxai-57712-1649393053.jpg

შან­ხა­ის კო­ვიდ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა იზო­ლა­ცი­ის ცენ­ტრი

ლო­ქ­და­უ­ნის გამ­კაც­რე­ბუ­ლი წე­სე­ბი ნიშ­ნავს იმას, რომ მა­ცხოვ­რებ­ლებს საკ­ვე­ბის და წყლის გა­მო­ძა­ხე­ბა და მთავ­რო­ბის­თვის ლო­დი­ნი უწევთ, რომ ბოსტნე­უ­ლი, ხორ­ცი და კვერ­ცხი სახ­ლებ­ში ჩა­მო­უ­რი­გონ. ლოკ­და­უ­ნის გამო, სახ­ლში მი­ტა­ნის სერ­ვი­სე­ბი, მარ­კე­ტე­ბის სა­ი­ტე­ბი და თა­ვად მთავ­რო­ბის და­წე­სე­ბუ­ლი მო­მა­რა­გე­ბის სერ­ვი­სიც გა­და­იტ­ვირ­თა და ვერ ას­წრე­ბენ მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის საკ­ვე­ბით მო­მა­რა­გე­ბას.

შან­ხა­ის ზო­გი­ერ­თი უბ­ნის მა­ცხოვ­რე­ბე­ლი იმა­საც კი ჩი­ვის, რომ მათ­თან პრო­დუქ­ტე­ბი სა­ერ­თოდ აღარ მი­აქვთ.

ჩი­ნურ სო­ცი­ა­ლურ მე­დია - Weibo-ში, ერთ-ერ­თმა მომ­ხმა­რე­ბელ­მა და­ი­ჩივ­ლა: "ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად ვიგ­რძე­ნი შიმ­ში­ლი“ , მე­ო­რე კი წერს: "გთხოვთ, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად მო­აგ­ვა­როთ მი­ტა­ნის სერ­ვი­სის პრობ­ლე­მა".

124072226-gettyimages-1389801607-57801-1649393073.jpg

ქა­ლა­ქის მა­ცხოვ­რებ­ლებ­მა კი­დევ ერთი პრობ­ლე­მა წა­მოჭ­რეს: საკ­ვებ­ზე ფა­სის მა­ტე­ბა. ასე­ვე ბევ­რი წუხს ხან­ში­შე­სულ ხალ­ხზე და ისეთ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვინც ვერ ერ­კვე­ვა ტექ­ნი­კა­ში და არ შე­უძ­ლი­ათ ონ­ლა­ინ საჭ­მლის გა­მო­ძა­ხე­ბა.

ქა­ლა­ქის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა პა­სუ­ხი გას­ცეს ხალ­ხის სა­ჩი­ვარს და თქვეს, რომ მათ საკ­მა­რი­სი მა­რა­გი აქვთ ბრინ­ჯის, მა­კა­რო­ნის, მარ­ცვლე­უ­ლის, ზე­თი­სა და ხორ­ცის, მაგ­რამ დის­ტრი­ბუ­ცი­ა­ში აქვთ შე­ფერ­ხე­ბა.