პუტინი საყვარელი ქალის გადარჩენას ცდილობს - სად გაქრა ალინა კაბაევა, რომელთანაც პუტინს, სავარაუდოდ საერთო შვილები ჰყავს? | Allnews.Ge

პუტინი საყვარელი ქალის გადარჩენას ცდილობს - სად გაქრა ალინა კაბაევა, რომელთანაც პუტინს, სავარაუდოდ საერთო შვილები ჰყავს?

დიქ­ტა­ტო­რი პუ­ტი­ნი საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობს - ამის თა­ო­ბა­ზე უცხო­უ­რი მე­დია აქ­ტი­უ­რად წერს. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ყუ­რა­დღე­ბა იმან მი­ი­პყრო, რომ რუ­სე­თის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მე­დი­აჯ­გუ­ფის (NMG) ვებგ­ვერ­დი­დან დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის ალი­ნა კა­ბა­ე­ვას შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი გაქ­რა. NMG უმ­სხვი­ლე­სი კერ­ძო მე­დი­აჰოლ­დინ­გია რუ­სეთ­ში, ათო­ბით არ­ხით, გა­ზე­თე­ბით და რა­დი­ო­სად­გუ­რე­ბით.

მის შე­მად­გენ­ლო­ბა­შია რუ­სე­თის "პირ­ვე­ლი არხი", "მე­ხუ­თე არხი", REN TV, STS და სხვა...

321-5-650x410-37437-1649321367.jpg

ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე დღის წინ NMG-ის ვებგ­ვერ­დზე, გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში "დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭო" კა­ბა­ე­ვას დო­სიე, ფო­ტო­სუ­რა­თით, იძებ­ნე­ბო­და. ამ­ჟა­მად გვერ­დი აღარ არ­სე­ბობს.

ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა ალექ­სეი ნა­ვალ­ნიმ, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­შია, და­სავ­ლეთს მო­უ­წო­და, რომ სან­ქცი­ე­ბის და­ე­წე­სე­ბი­ნათ რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ი­სა და მათი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­თვის, მათ შო­რის ალი­ნა კა­ბა­ე­ვას­თვის, რო­მელ­საც ნა­ვალ­ნიმ "ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის საყ­ვა­რე­ლი" უწო­და.

fpky7iwx0agpwjx-37412-1649321387.png

2019 წელს რამ­დე­ნი­მე და­სავ­ლურ­მა მე­დი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა მა­სა­ლე­ბი, რო­მელ­შიც წერ­დნენ, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს რიტ­მუ­ლი ტან­ვარ­ჯი­შის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის ალი­ნა კა­ბა­ე­ას შვი­ლე­ბის მამა. კრემლში ამ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ. 2019 წლის 23 მა­ისს, კა­ბა­ე­ვას მშო­ბი­ა­რო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში, პუ­ტინ­მა მეან-გი­ნე­კო­ლო­გი ქალი სამ­შობ­ლოს სამ­სა­ხუ­რის­თვის II ხა­რის­ხის ორ­დე­ნით და­ა­ჯილ­დო­ვა. მე­დი­ის ცნო­ბით, სწო­რედ ადა­მი­ან­მა ამ­შო­ბი­ა­რა კა­ბა­ე­ვა. გარ­და ამი­სა, მეან-გი­ნე­კო­ლოგ­მა და მის­მა ქა­ლიშ­ვილ­მა მოს­კო­ვის ცენ­ტრში მი­ლი­არდ რუბ­ლზე მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა იყი­დეს, რომ­ლის შე­ძე­ნაც ყო­ფი­ლი ტან­ვარ­ჯი­შის ორ­სუ­ლო­ბა­სა და მშო­ბი­ა­რო­ბას და­ემ­თხვა.

მა­ნამ­დე ცოტა ხნით ადრე ალი­ნა კა­ბა­ე­ვა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მე­დია ჯგუ­ფის დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს შე­უ­ერ­თდა, რო­მელ­საც პუ­ტი­ნის ახლო გა­რე­მოც­ვის ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი ფლო­ბენ. ჰოლ­დინ­გში მუ­შა­ო­ბი­სას ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კა­ბა­ე­ვამ 785 მი­ლი­ონ 400 ათა­სი რუბ­ლი გა­მო­ი­მუ­შა­ვა. განაგრძეთ კითხვა

myquiz