საქართველო არის ბუნებრივად მომატებული საფრთხის ქვეყანა - რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ, რომ რეპუტაციული და სხვა მძიმე რისკები თავიდან აიცილოს?
საქართველო არის ბუნებრივად მომატებული საფრთხის ქვეყანა. რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ მომატებული საფრთხის პირობებში, რომ რეპუტაციული და სხვა უფრო მძიმე რისკები თავიდან აიცილოს?,“ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„როგორ ხდება სანქციების თავიდან არიდება?
ყველაზე გავრცელებული ფორმაა პროდუქციის დანიშნულების ქვეყნის ცვლილება, შუალედური კომპანიის/რგოლის გაჩენით.
მაგ: ტაილანდი არ ყიდის ჩიპებს რუსეთზე, ამიტომ მას ყიდულობს საქართველოში რეგისტრირებული კომპანია და გადააქვს რუსეთში ვაშლით დატვირთული მანქანით.
არის თუ არა ეს შესაძლებელი?
დიახ, არც ერთი ქვეყანა არ არის დაცული, რომ ვინმე არარაობა არ ეცდება ხელი მოითბოს ომზე. უფრო მეტიც, ყველა ომში ვიღაცა ამაზე ხელს ითბობს.
შესაძლებელია თუ არა, რომ აღნიშნული ხელისუფლების გარეშე გაკეთდეს?
დიახ, უმეტესობა შემთხვევაში, სანქციების გვერდის ავლა კერძო პირების მეშვეობით ხდება. თუ ეს სახელმწიფო დონეზე ან სახელმწიფოს თანხმობით ხდება, ეს ომის შესაბამის მხარედ დაფიქსირებას ნიშნავს.
რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ მომატებული საფრთხის პირობებში, რომ რეპუტაციული და სხვა უფრო მძიმე რისკები თავიდან აიცილოს?
უნდა შექმნას შესაბამისი მონიტორინგის ჯგუფი (როგორც წესი საბაჟო სამსახურში) რომელიც მუდმივ რეჟიმში დააკვირდება: