4 წლის საშა, რომელიც რუს დამპყრობლებს ვერ გაექცა... ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს - უკრაინელი ბიჭუნასა და მისი ბებიის სულისშემძვრელი ამბავი | Allnews.Ge

4 წლის საშა, რომელიც რუს დამპყრობლებს ვერ გაექცა... ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს - უკრაინელი ბიჭუნასა და მისი ბებიის სულისშემძვრელი ამბავი

კი­ე­ვის ოლ­ქის ბრო­ვარ­სკის რა­ი­ონ­ში, 4 წლის ბი­ჭუ­ნას, სა­შას ცხე­და­რი იპო­ვეს. ბავ­შვი 10 მარტს მა­შინ და­ი­კარ­გა, როცა ბე­ბი­ას­თან ერ­თად ვი­შოგ­რა­დის და­ტო­ვე­ბას ცდი­ლობ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ტა­რას სი­ცო­ცხლე რუსი ოკუ­პან­ტე­ბის ტყვი­ას ემსხვერ­პლა. ცხედ­რის პოვ­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ბავ­შვის დედა, ალე­ნა იახ­ნო ადას­ტუ­რებს და "ინ­სტაგ­რამ­ზე“ პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"სა­შენ­კას ცხე­და­რი დღეს ვი­პო­ვეთ. მად­ლო­ბას ვუხ­დი ყვე­ლას, ვინც და­ი­ჯე­რა, ვინც მო­ძებ­ნა­ში დაგ­ვეხ­მა­რა. მად­ლო­ბას ვუხ­დი ყვე­ლას ლოც­ვის­თვის, რწმე­ნის­თვის, მად­ლო­ბა მხარ­და­ჭე­რის­თვის. თქვე­ნი წყა­ლო­ბით კვლავ ვნა­ხე ჩემი შვი­ლი.

ჩვე­ნი პა­ტა­რა ან­გე­ლო­ზი უკვე სა­მო­თხე­შია!

დღეს მის­მა სულ­მა სიმ­შვი­დე ჰპო­ვა“, - წერს ქალი.

shine4-35328-1649236520.jpg

პა­ტა­რა საშა 10 მარტს ვი­შოგ­რა­დის სხვა მა­ცხოვ­რებ­ლებ­თან ერ­თად მდი­ნა­რე დნეპ­რის გავ­ლით ევა­კუ­ა­ცი­ას ცდი­ლობ­და, რად­გან სხვა ყვე­ლა გზა ოკუ­პან­ტე­ბის ჯარს ჰქონ­და გა­და­კე­ტი­ლი. ომის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან ისი­ნი რუსი დამ­პყრობ­ლე­ბის ალ­ყა­ში იყ­ვნენ.ნავ­ში საშა, მისი ბე­ბია და კი­დევ ექ­ვსი ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და. ნავი სო­ფელ სუ­ხო­ლუ­ჩი­ეს მი­და­მო­ებ­ში იპო­ვეს ამობ­რუ­ნე­ბუ­ლი. ბე­ბი­ას ცხე­და­რი 11 მარტს აღ­მო­ა­ჩი­ნეს, ბიჭი კი არ­სად ჩან­და, ცნო­ბი­ლია, რომ მას სა­მაშ­ვე­ლო ჟი­ლე­ტი ეცვა.

ბავ­შვს სამ კვი­რა­ზე მე­ტია ეძებ­დნენ. მშობ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში პოს­ტებს აქ­ვეყ­ნებ­დნენ და დახ­მა­რე­ბას ითხოვ­დნენ. მტრის ჯა­რის გამო იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. დე­დას სჯე­რო­და, რომ ბიჭი ცო­ცხა­ლი იყო. ცხედ­რის პოვ­ნა მხო­ლოდ მას შემ­დეგ მო­ხერ­ხდა, რაც კი­ე­ვის ოლქი ოკუ­პან­ტე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ბი­ჭუ­ნას ცხედ­რის პოვ­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 5 აპ­რილს, სა­ღა­მოს გავ­რცელ­და.

ambebi.ge

myquiz