რუსი სამხედროები ეძებდნენ და მიზანმიმართულად კლავდნენ ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანას ემსახურებოდა - ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის მთავარი გზავნილები გაეროს | Allnews.Ge

რუსი სამხედროები ეძებდნენ და მიზანმიმართულად კლავდნენ ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანას ემსახურებოდა - ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის მთავარი გზავნილები გაეროს

რუსი სამხედროები ეძებდნენ და მიზანმიმართულად კლავდნენ ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანას ემსახურებოდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდნეტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოსადმი მიმართვისას განაცხადა.

მან რუსეთს ქალაქ ბუჩაში ჩადენილი მკვლელობების გამო გენოციდში დასდო ბრალი.

„გუშინ დავბრუნდი ქალაქ ბუჩადან, რომელიც ახლახანს განთავისუფლდა რუსეთის ჯარებისგან, კიევიდან არც თუ ისე შორს. არ არსებობს ისეთი დანაშაული, რომელსაც ისინი არ ჩაიდენდნენ. რუსი სამხედროები ეძებდნენ და მიზანმიმართულად კლავდნენ ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანას ემსახურებოდა. მათ ესროლეს და დახოცეს ქალები თავიანთი სახლების გარეთ, როდესაც ისინი უბრალოდ ცდილობდნენ დაეძახათ ვინმესთვის, რომ გაეგოთ ვინ იყო ცოცხალი. მათ დახოცეს მთელი ოჯახები, მოზრდილები და ბავშვები და ცდილობდნენ ცხედრების დაწვას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამსოვლის დროს ასევე განაცხადა, რომ რუსი ჯარისკაცები უკრაინელებს მხოლოდ სიამოვნებისთვის კლავდნენ და აწამებდნენ.

მისი თქმით, ქალაქ ბუჩაში არ დარჩა ისეთი დანაშაული, რომელიც რუსმა ჯარისკაცებმა არ ჩაიდინეს.

„ხალხს ესროლეს ქუჩაში, საკუთარ სახლებში, ჩაყარეს ჭებში და გაანადგურეს ტანკებით შუა გზაზე. ის იმეორებს თავის მტკიცებას, რომ რუსების ქმედებები ძალიან ჰგავს ტერორისტული დაჯგუფების, ისლამური სახელმწიფოს ქმედებებს. გეოგრაფია შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგრამ სისასტიკე იგივეა, დანაშაული იგივეა და პასუხისმგებლობა გარდაუვალი უნდა იყოს,“-განაცხადა მან.

მისი თქმით, მსოფლიო ჯერ კიდევ ვერ ხედავს ​​რა სამხედრო დანაშაულები შეიძლება ჩაიდინონ რუსმა სამხედროებმა უკრაინის სხვა ნაწილებში.