ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, თუ რას ჩათვლის უკრაინის გამარჯვებად რუსეთთან ომში
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, თუ რას ჩათვლის უკრაინის გამარჯვებად რუსეთთან ომში.
„პირველ რიგში, იმას, რომ არ დავკარგოთ ჩვენი სუვერენიტეტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე, მე ნამდვილად მინდა, რომ არ დავკარგოთ ასობით ათასი ადამიანი. დონბასი ჩემთვის უკრაინაა, ჩვენთვის ყველასთვის - ეს არის უკრაინა. 24 თებერვლამდე ჩვენი კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიების რაიმე სტატუსის განხილვაც კი არ არის.
მესმის, სად ვართ, ვინ ვართ, როგორი ქვეყანა ვართ, რა დავკარგეთ, რა შეგვიძლია დავკარგოთ და რა გადავარჩინეთ და მე ვფიქრობ, რომ სრულმასშტაბიანი ომის დასრულება იქამდე, საიდანაც იგი დაიწყო, 24-მდე - ჩვენთვის ეს ნამდვილად გამარჯვება იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.