თანამგზავრით გადაღებული ფოტოების მიხედვით, ბუჩას ქუჩებში გარდაცვლილი ადამიანები რუსეთის მიერ ქალაქის ოკუპაციის პერიოდში ჩანან- რა ფოტოებს აქვეყნებს NYT ? | Allnews.Ge

თანამგზავრით გადაღებული ფოტოების მიხედვით, ბუჩას ქუჩებში გარდაცვლილი ადამიანები რუსეთის მიერ ქალაქის ოკუპაციის პერიოდში ჩანან- რა ფოტოებს აქვეყნებს NYT ?

The New York Times-მა ქალაქ ბუჩაში თანამგზავრით გადაღებული ფოტოები გააანალიზა და დაადგინა, რომ ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე სამ კვირაზე მეტი ხნის წინ დაიღუპა, ანუ იმ დროს, როდესაც ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.

ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც ადგილობრივი საკრებულოს წევრმა 2 აპრილს გადაიღო, ბუჩაში, იაბლონსკას ქუჩაზე გარდაცვლილი ადამიანებია ასახული. Maxar Technologies-ის მიერ გავრცელებული სატელიტური ფოტოები აჩვენებს, რომ დაღუპული ადამიანებიდან მინიმუმ 11 აღნიშნულ ქუჩაზე 11 მარტიდან ფიქსირდება, ანუ იმ დროიდან, როდესაც რუსეთმა ქალაქი დაიპყრო.

bucha-poto-1649133030.png

იაბლონსკას ქუჩაზე გადაღებულ მეორე ვიდეოზე კიდევ სამი ცხედარი ჩანს. მათგან ერთი ველოსიპედის გვერდით, ერთი კი - ავტომობილთან. სატელიტური გამოსახულებები აჩვენებს, რომ ავტომობილი და ცხედარი 20-21 მარტიდან ფიქსირდება.

შეგახსენებთ, რუსული მხარე ბუჩაში ჩადენილ მკვლელობებში მონაწილეობას უარყოფს და აცხადებს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები მას შემდეგ დახოცეს, რაც რუსმა ჯარისკაცებმა ქალაქი დატოვეს.

myquiz