ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი - ვლადიმერ პუტინი არის ადამიანი გალიაში, რომელიც თავად ააშენა | Allnews.Ge

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი - ვლადიმერ პუტინი არის ადამიანი გალიაში, რომელიც თავად ააშენა

პრეზიდენტი პუტინი არ არის ის ძალა, რომელიც იყო. ის ახლა არის ადამიანი გალიაში, რომელიც თავად ააშენა, - გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მისი არმია დაუძლურებულია. მან მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა. რუსეთის ამ დიდი არმიის რეპუტაცია დაიმსხვრა. პუტინს მოუწევს არა მხოლოდ იმის შედეგებით ცხოვრება, რასაც უკრაინაში აკეთებს, არამედ იმის შედეგებითაც, მაც მან საკუთარ ჯარს გაუკეთა,“- აღნიშნა ბენ უოლესმა.

მისი თქმით, საერთაშორისო მოკავშირეები შეთანხმდნენ უკრაინისთვის მეტი სამხედრო აღჭურვილობისა და „ლეტალური დახმარების“, მათ შორის ჯავშანტექნიკისა და შორი მანძილის საარტილერიო დანადგარებისა და საბრძოლო მასალის, მიწოდებაზე.

myquiz