ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი საბოლოოდ გაიწვია - "არ იქნება შეიარაღება, სანქციები, შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის, გთხოვთ, ეძებეთ სხვა სამსახური" | Allnews.Ge

ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი საბოლოოდ გაიწვია - "არ იქნება შეიარაღება, სანქციები, შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის, გთხოვთ, ეძებეთ სხვა სამსახური"

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­დან და მა­რო­კო­დან ელ­ჩე­ბის გაწ­ვე­ვას ხელი მო­ა­წე­რა.

ზე­ლენ­სკიმ ვი­დე­ო­მი­მარ­თვი­სას უკ­რა­ი­ნის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მუ­შა­ო­ბა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ სხვა სამ­სა­ხუ­რი უნდა მო­ძებ­ნონ იმ ელ­ჩებ­მა, რომ­ლე­ბიც ვერ მი­აღ­წე­ვენ, რომ ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც წარ­მოდ­გე­ნილ­ნი არი­ან, ერთი მხრივ უკ­რა­ი­ნას და­ეხ­მა­რე­ბი­ან, მე­ო­რე მხრივ კი რუ­სეთს სან­ქცი­ებს და­ა­კის­რე­ბენ.

"არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვებ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბენ სა­ხელ­მწი­ფოს და­სა­ცა­ვად იმის­თვის, რომ უკ­რა­ი­ნამ თა­ვი­სი მო­მავ­ლის არ­ჩე­ვა შეძ­ლოს. ჩვენ ვა­ფა­სებთ თი­თო­ე­უ­ლი ასე­თი ადა­მი­ა­ნის ქმე­დე­ბას. არ­სე­ბო­ბენ ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ იმა­ზე ფიქ­რო­ბენ, რომ დარ­ჩნენ იქ, სა­დაც არი­ან. დღეს ხელი მო­ვა­წე­რე, მა­რო­კო­დან ელ­ჩის გა­მოწ­ვე­ვას.

ასე­ვე დაბ­რუ­ნე­ბუ­ლია ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­დან.

დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით: არ იქ­ნე­ბა შე­ი­ა­რა­ღე­ბა, სან­ქცი­ე­ბი, შე­ზღუდ­ვე­ბი რუ­სუ­ლი ბიზ­ნე­სის­თვის, გთხოვთ, ეძე­ბეთ სხვა სამ­სა­ხუ­რი", - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან ელ­ჩის გაწ­ვე­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე ხელ­მო­წე­რამ­დე, ზე­ლენ­სკი სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­რა­ი­ნის ელჩ იგორ დოლ­გოვ­თან 1-ელი მარ­ტი­დან კონ­სულ­ტა­ცი­ებს მარ­თავ­და. ამ პე­რი­ო­დი­დან დოლ­გო­ვის მო­ვა­ლე­ო­ბას უკ­რა­ი­ნის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ის სხვა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ას­რუ­ლებს.

myquiz