"კრემლის გეგმები მთლიანად ჩაიშალა - ჩვენი ძალები უკვე ათავისუფლებენ სუმის, ხარკოვისა და კიევის ოლქების ნაწილს"- ალექსეი არესტოვიჩი | Allnews.Ge

"კრემლის გეგმები მთლიანად ჩაიშალა - ჩვენი ძალები უკვე ათავისუფლებენ სუმის, ხარკოვისა და კიევის ოლქების ნაწილს"- ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი წარუმატებლად მიიჩნევს რუსული ჯარების შეტევას ხარკოვის, კიევისა და სუმის რეგიონებზე. ამის შესახებ მან გერმანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენი ძალები უკვე ათავისუფლებენ სუმის რეგიონს, ხარკოვისა და კიევის ოლქების ნაწილს. რუსული კოლონები ამ ტერიტორიებს ტოვებენ. ეს მათთვის მარცხია", - განაცხადა არესტოვიჩმა.

მისი თქმით, ამის გამო რუსეთის მხრიდან ბევრი ბირთვული შანტაჟი იქნება.

„მათ [რუსებმა] ვერც კი გაბედეს რუსეთში საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ეშინიათ შიდა პროტესტისა და ქვეყნის შიგნით სოციალურ-პოლიტიკური დაძაბულობის“, - განმარტა არესტოვიჩმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსის ომში ჩართვის ალბათობა ძალიან დაბალია.

myquiz