"არის რასაც რუსეთი ამბობს და არის ის, რასაც რუსეთი აკეთებს, ჩვენ ამ უკანასკნელზე ვართ ფოკუსირებული"- ენტონი ბლინკენი | Allnews.Ge

"არის რასაც რუსეთი ამბობს და არის ის, რასაც რუსეთი აკეთებს, ჩვენ ამ უკანასკნელზე ვართ ფოკუსირებული"- ენტონი ბლინკენი

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მას არ უნახავს ნიშნები იმისა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები "ეფექტური გზით მიიწევს წინ". როგორც მან აღნიშნა, ოფიციალურ ვაშინგტონს არ უნახავს "ნამდვილი სერიოზულობის ნიშნები" რუსეთის მხრიდან.

„არის რასაც რუსეთი ამბობს და არის ის, რასაც რუსეთი აკეთებს. ჩვენ ამ უკანასკნელზე ვართ ფოკუსირებული“, - აღნიშნა ბლინკენმა მაროკოს საგარეო საქმეთა მინისტრ ნასერ ბურიტასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

აშშ-ის პირველმა დიპლომატმა დასძინა, რომ რუსეთის განცხადება იმის შესახებ, რომ ის შეამცირებს საომარ მოქმედებებს კიევის ირგვლივ, შეიძლება იყოს „საშუალება, რომლითაც რუსეთი კიდევ ერთხელ ცდილობს მოატყუოს ხალხი, რომ ის არ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს“.

„თუ რუსებს როგორღაც სჯერათ, რომ მხოლოდ უკრაინის აღმოსავლეთი და უკრაინის სამხრეთი ნაწილის დამორჩილების მცდელობამ შეიძლება წარმატებას მიაღწიოს, მაშინ ისინი კიდევ ერთხელ იტყუებენ საკუთარ თავს“, - განაცხადა ბლინკენმა.

ბლინკენმა მოუწოდა რუსეთს „ახლავე შეწყვიტოს აგრესია, შეწყვიტოს სროლა, უკან დახიოს თავისი ძალები და რა თქმა უნდა ჩაერთოს მოლაპარაკებებში“.

myquiz