რას სთავაზობს რუსეთს უკრაინა ყირიმის საკითხთან დაკავშირებით: პოდოლიაკი მოლაპარაკების დეტალებზე | Allnews.Ge

რას სთავაზობს რუსეთს უკრაინა ყირიმის საკითხთან დაკავშირებით: პოდოლიაკი მოლაპარაკების დეტალებზე

რუ­სეთ-უკ­რი­ა­ნის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დროს უკ­რა­ი­ნის დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რმა და პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლის მრჩე­ველ­მა მი­ხა­ი­ლო პო­დო­ლი­აკ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მხა­რე­ებ­მა გარ­კვე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა შეძ­ლეს. ამის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ პო­დო­ლი­აკ­მა ბრი­ფინგზე აღ­ნიშ­ნა.

"ამ შე­თან­ხმე­ბის იმპლე­მენ­ტა­ცია მოხ­დე­ბა შემ­დე­გი პრო­ცე­დუ­რის მი­ხედ­ვით: პირ­ვე­ლი, ეს იქ­ნე­ბა რე­ფე­რენ­დუ­მი, რო­მელ­შიც უკ­რა­ი­ნის ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე გა­მო­ხა­ტავს თა­ვის პო­ზი­ცი­ას ამ შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ხებ. ამის შემ­დეგ მოხ­დე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მან.

პო­დო­ლი­ა­კის თქმით, ყი­რი­მის სა­კი­თხი არის შე­თან­ხმე­ბის ცალ­კე პუნ­ქტი, რო­მელ­შიც უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე რუ­სეთს სთა­ვა­ზობს უკ­რა­ი­ნი­სა და რუ­სე­თის პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბას და 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­მხრი­ვი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გა­მარ­თვას ყი­რი­მი­სა და სე­ვას­ტო­პო­ლის სტა­ტუს­ზე.

ცალ­კე პუნ­ქტად, უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე რუ­სულ მხა­რეს სთა­ვა­ზობს შემ­დეგს: უკ­რა­ი­ნა და რუ­სე­თი არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ სამ­ხედ­რო და შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს ყი­რი­მის სა­კი­თხის მო­საგ­ვა­რებ­ლად ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ა­გენ­ტო "უნი­ა­ნი“ ავ­რცე­ლებს.

myquiz