რა პირობები დაასახელა უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიისთვის და ვის მიიჩნევენ გარანტორ ქვეყნებად? - რუსეთ-უკრაინის დელეგაციების წარმომადგენელთა პირველი კომენტარები | Allnews.Ge

რა პირობები დაასახელა უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიისთვის და ვის მიიჩნევენ გარანტორ ქვეყნებად? - რუსეთ-უკრაინის დელეგაციების წარმომადგენელთა პირველი კომენტარები

სტამ­ბოლ­ში რუ­სე­თი­სა და უკ­რა­ი­ნის დე­ლე­გა­ცი­ებს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბის მო­რი­გი რა­უნ­დი დას­რულ­და და მხა­რე­თა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა უკვე პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბიც გა­ა­კე­თეს.

უკ­რა­ი­ნუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რმა, უკ­რა­ი­ნის პარ­ლა­მენ­ტის ფრაქ­ცია "ხალ­ხის მსა­ხუ­რის“ თავ­მჯდო­მა­რემ, და­ვით არა­ხა­მი­ამ უკა­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბის შე­სა­ხებ პი­რო­ბე­ბი და ის ქვეყ­ნე­ბი და­ა­სა­ხე­ლა, ვი­საც ასეთ გა­რან­ტო­რე­ბად გა­ნი­ხი­ლა­ვენ. მისი თქმით, უკ­რა­ი­ნას სურს, რომ გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს წევ­რე­ბი გა­რან­ტო­რი ქვეყ­ნე­ბი გახ­დნენ.

რა წი­ნა­და­დე­ბე­ბი წა­რუდ­გი­ნა უკ­რა­ი­ნამ რუ­სეთს?

რო­გორც ირ­კვე­ვა, უკ­რა­ი­ნამ რუ­სეთს წა­რუდ­გი­ნა თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბე­ბი უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ის თა­ო­ბა­ზე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რაც შე­საძ­ლე­ბელს გახ­დის ომის დას­რუ­ლე­ბას. უკ­რა­ი­ნულ დე­ლე­გა­ცი­ი­ას მი­აჩ­ნია, რომ ეს უნდა იყოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რო­მელ­საც ხელს უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტო­რე­ბი მო­ა­წე­რენ.

უკ­რა­ი­ნის დე­ლე­გა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტო­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყ­ვნენ: დიდი ბრი­ტა­ნე­თი, ჩი­ნე­თი, აშშ, თურ­ქე­თი, საფ­რან­გე­თი, კა­ნა­და, იტა­ლია, პო­ლო­ნე­თი და ის­რა­ე­ლი. ზოგ ქვე­ყა­ნას წი­ნას­წა­რი თან­ხმო­ბა უკვე გა­ცე­მუ­ლი აქვს.

უკ­რა­ი­ნის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ასე­ვე უნდა ასა­ხავ­დეს გა­რან­ტო­რი ქვეყ­ნე­ბის ურ­თი­ერთქმე­დე­ბის ეფექ­ტი­ან მე­ქა­ნიზმს. ეს შე­საძ­ლოა ნა­ტოს წეს­დე­ბის მე-5 მუხ­ლის მსგავ­სიც იყოს ("ალი­ან­სის ერთ წევ­რზე თავ­დას­ხმა მთელ ალი­ანსზე თავ­დას­ხმის ტოლ­ფა­სია“). თუ უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ომი, აგ­რე­სია ან სპე­ცო­პე­რა­ცია და­ი­წყე­ბა, მა­შინ გა­რან­ტო­რი ქვეყ­ნე­ბი გა­მარ­თა­ვენ კონ­სულ­ტა­ცი­ებს სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, შემ­დეგ კი კა­ნო­ნით ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან უკ­რა­ი­ნას დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ონ.

"თუ უკ­რა­ი­ნა იქ­ნე­ბა აგ­რე­სი­ის ობი­ექ­ტი, ჩვენ გვაქვს უფ­ლე­ბა სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ვი­თხო­ვოთ კონ­სულ­ტა­ცია, თუ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი შე­დეგს ვერ მო­ი­ტანს, მა­შინ გა­რან­ტო­რი ქვეყ­ნე­ბი უნდა და­ეხ­მა­რონ უკ­რა­ი­ნას შე­ი­ა­რა­ღე­ბით და ცის ჩა­კეტვით“, - გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნის დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რმა, იუ­რი­დი­უ­ლი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ალექ­სან­დრ ჩა­ლიმ.

მი­სი­ვე თქმით, ასე­თი გა­რან­ტი­ე­ბით, რო­მე­ლიც ნა­ტოს მე­ხუ­თე პუნ­ქტის ანა­ლო­გი­უ­რი იქ­ნე­ბა, უკ­რა­ი­ნა არ გა­ნა­თავ­სებს სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უცხო­ურ სამ­ხედ­რო ბა­ზებს და არ შევა სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კურ კავ­ში­რებ­ში.

"მაგ­რამ პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ არა­ფე­რი არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დეს უკ­რა­ი­ნის შეს­ვლას ევ­რო­კავ­შირ­ში“,- გა­ნა­ცხა­და ჩა­ლიმ.

დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რის თქმით, თუ უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­ნიშ­ნუ­ლი ფორ­მუ­ლი­რე­ბით შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა, მა­შინ უკ­რა­ი­ნა მუდ­მი­ვი ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტის სტა­ტუს­ზე, უბ­ლო­კო სტა­ტუს­სა და არა­ბირ­თვულ სტა­ტუს­ზე თა­ნახ­მა იქ­ნე­ბა.

რა გა­ნა­ცხა­დეს რუ­სუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა?რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ვლა­დი­მირ მე­დინ­სკიმ შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ მოს­კოვ­მა კი­ევს პრე­ზი­დენტ პუ­ტი­ნი­სა და ზე­ლენ­სკის შეხ­ვედ­რა შეს­თა­ვა­ზა, რო­მელ­საც თან უნდა ახ­ლდეს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის მიერ სამ­შვი­დო­ბო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რა.

მისი შე­ფა­სე­ბით, შეხ­ვედ­რამ კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად ჩა­ი­ა­რა. დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის თქმით, უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რის შე­თა­ვა­ზე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ისი­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს ვლა­დი­მერ პუ­ტინს მი­აწ­ვდი­ან.

"მოს­კო­ვი ვი­თა­რე­ბის დე­ეს­კა­ლა­ცი­ის მიზ­ნით კი­ე­ვის მი­სა­მარ­თით ორ შემ­ხვედრ ნა­ბიჯს დგამს. ჩვენ მი­ვი­ღეთ წი­ნა­და­დე­ბა უკ­რა­ი­ნის მხრი­და­ნაც. მათი პო­ზი­ცია გა­სა­გე­ბად არის ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი. ამ წი­ნა­და­დებს გან­ვი­ხი­ლავთ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში, გა­ვაც­ნობთ პრე­ზი­დენტს და უკ­რა­ი­ნულ მხა­რეს შე­სა­ბა­მის პა­სუხს და­ვუბ­რუ­ნებთ“, - გა­ნა­ცხა­და მე­დინ­სკიმ.