შანხაიში კორონავირუსით დაინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 4 400-ს გადააჭარბა, ქალაქში „ლოქდაუნი“ ამოქმედდა- ემუქრება თუ არ მსოფლიოს კორონავირუსის ახალი ტალღა? | Allnews.Ge

შანხაიში კორონავირუსით დაინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 4 400-ს გადააჭარბა, ქალაქში „ლოქდაუნი“ ამოქმედდა- ემუქრება თუ არ მსოფლიოს კორონავირუსის ახალი ტალღა?

ბოლო დღეების განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

შანხაიში, რომელიც ჩინეთის ყველაზე დიდი ქალაქია, „ლოქდაუნი“ ამოქმედდა. ქალაქის მაცხოვრებლები ვალდებულები არიან სახლში დარჩნენ და აუცილებელი საჭიროების გარდა ქუჩაში არ გავიდნენ.

Reuters-ის ინფორმაციით, შანხაიში კორონავირუსით დაინფიცრების დღიურმა მაჩვენებელმა 4 400-ს გადააჭარბა. გამოცემის მიხედვით, ჩინეთის ხელისუფლება ცდილობს კორონავირუსის გავრცელების ახალი ტალღა შაჩეროს და ის ქვეყნის სხვა პროვინციებში არ გავრცელდეს.

მკაცრი „ლოქდაუნი“ შანხაიში პარასკევის ჩათვლით იმოქმედებს.