სტამბოლში უკრაინა-რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დღეს, 10.00 საათიდან დაიწყება | Allnews.Ge

სტამბოლში უკრაინა-რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დღეს, 10.00 საათიდან დაიწყება

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები თურქეთში დღეს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერფაქსს“ უკრაინული დელეგაციის წევრმა და ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამიამ დაუდასტურა.

არახამიას განცხადებით, დელეგაციის წევრები ჯერ ისევ გზაში არიან და დიდი ალბათობით, სტამბოლში გვიან ჩავლენ. ამას არახამია ლოჯისტიკურ სირთულეებს უკავშირებს.

მისი განმარტებით, მოლაპარაკებები 29 მარტს დილის 10:00 საათზე დაიწყება.

myquiz