"რუბლებში თუ არ გადაიხდით, გაზი არ გექნებათ"- რას აცხადებს დიმიტრი პესკოვი? | Allnews.Ge

"რუბლებში თუ არ გადაიხდით, გაზი არ გექნებათ"- რას აცხადებს დიმიტრი პესკოვი?

პუტინის პრესმდივან დიმიტრი პესკოვის განაცხადებით, თუ ევროპის ქვეყნები რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე უარს იტყვიან, ისინი საწვავს უფასოდ ნამდვილად არ მიიღებენ.

„კონკრეტული საპასუხო ზომები ჯერ უცნობია, მაგრამ ევროპას გაზს უფასოდ რომ არ მივაწვდით, ეს აბსოლუტური დარწმუნებით შეიძლება, ითქვას,“ - აცხადებს პესკოვი.

მისი თქმით, ევროპელი მყიდველებისგან ნავთობზე შეკვეთების შემცირება ამ ნედლეულის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გაყიდვით ანაზღაურდება. მან ხაზი გაუსვა, რომ ევროპა რუსული ნავთობის ერთადერთი ბაზარი არ არის.

როგორც ცნობილია, პუტინმა მთავრობას, ცენტრალურ ბანკსა და „გაზპრომს“ დაავალა, 31 მარტამდე „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის საფასური რუბლებში გადაიყვანონ. ეს გადაწყვეტილება 23 მარტს, მთავრობის სხდომის შემდეგ მიიღეს.

ევროპის ქვეყნები აცხადებენ, რომ გაზის საფასურის რუბლებში გადახდის შესაძლებლობას ვერ ხედავენ.

myquiz