"თუ დნესტრისპირეთი და საქართველო დაკავდებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, ეს დაგვეხმარება" - რას ამბობს უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნაზე | Allnews.Ge

"თუ დნესტრისპირეთი და საქართველო დაკავდებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, ეს დაგვეხმარება" - რას ამბობს უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნაზე

"თუ დნესტრის­პი­რე­თი და სა­ქარ­თვე­ლო, დღეს ყვე­ლა­ნი და­კა­ვე­ბულ­ნი იქ­ნე­ბი­ან თა­ვი­ან­თი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბით, უფრო მე­ტიც, პო­ლო­ნეთს ჯერ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ გა­მო­უთ­ქვამს პრე­ტენ­ზია კა­ლი­ნინ­გრა­დის რე­გი­ონ­ზე, ეს აუ­ცი­ლებ­ლად დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, რად­გან რუ­სებს ექ­ნე­ბათ რა­ი­მე გა­სა­კე­თე­ბე­ლი გარ­და ჩვე­ნი ქა­ლა­ქე­ბი­სა და სოფ­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბი­სა, ჩვე­ნი ბავ­შვე­ბი­სა და ქა­ლე­ბის მკვლე­ლო­ბი­სა", - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვის საბ­ჭოს მდი­ვან­მა ალექ­სეი და­ნი­ლოვ­მა გა­ნა­ცხა­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

და­ნი­ლო­ვის თქმით, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ინ­ტე­რე­სე­ბის სფე­რო­ში, სხვა ქვეყ­ნე­ბის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, და­მა­ტე­ბი­თი ფრონ­ტე­ბის გახ­სნა დი­დად და­ეხ­მა­რე­ბა უკ­რა­ი­ნას რუ­სე­თის თავ­დას­ხმას­თან ბრძო­ლა­ში.

"რო­გორ დას­რულ­დე­ბა ეს ვი­თა­რე­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, მაგ­რამ თუ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის­თვის გა­იხ­სნე­ბა მე­ო­რე ფრონ­ტი, ეს ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რე­ბა", - აღ­ნიშ­ნა და­ნი­ლოვ­მა.

"სა­ქარ­თვე­ლო, რბი­ლად რომ ვთქვათ, არც თუ ისე სწო­რად იქ­ცე­ვა“- დას­ძი­ნა მან.

უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვის საბ­ჭოს მდი­ვან­მა მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღიც ახ­სე­ნა და გა­ნა­ცხა­და, სომ­ხე­თი რუ­სეთს მი­მარ­თავს ჯა­რით და­ეხ­მა­როს. "მაგ­რამ მათ [რუ­სებ­მა] იქი­დან ჯა­რე­ბი გა­იყ­ვა­ნეს და გა­სულ კვი­რას გა­მო­აგ­ზავ­ნეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. გვეს­მის, რომ დახ­მა­რე­ბა, რო­მელ­საც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია დაჰ­პირ­და მთი­ან ყა­რა­ბაღ­სა და სომ­ხეთს, ალ­ბათ, ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ იქ გა­მოჩ­ნდეს“, - გან­მარ­ტა და­ნი­ლოვ­მა.

გარ­და ამი­სა, უკ­რა­ი­ნელ­მა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა ოფი­ცი­ა­ლუ­რი ტო­კი­ოს გან­ცხა­დე­ბა­ზეც, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, კუ­რი­ლის ოთხი კუნ­ძუ­ლი უშუ­ა­ლოდ ია­პო­ნი­ას ეკუთ­ვნის, რის შემ­დე­გა­დაც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ წვრთნე­ბი და­ი­წყო.

"რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის თავ­დაც­ვის ამ სექ­ტორ­ში მყო­ფი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა დღეს უკი­დუ­რე­სად მცი­რეა, რად­გან მათ ყვე­ლა აქ გა­მოგ­ზავ­ნეს“, - გა­ნა­ცხა­და და­ნი­ლოვ­მა.