"ღვთის გულისთვის, პუტინი ხელისუფლებაში ვერ დარჩება" - ჯო ბაიდენის ემოციური სიტყვა ვარშავაში და ყველა მნიშვნელოვანი გზავნილი | Allnews.Ge

"ღვთის გულისთვის, პუტინი ხელისუფლებაში ვერ დარჩება" - ჯო ბაიდენის ემოციური სიტყვა ვარშავაში და ყველა მნიშვნელოვანი გზავნილი

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, ჯო ბა­ი­დენ­მა პო­ლო­ნეთ­ში ვი­ზი­ტის დროს მკვეთ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რას­თან და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტ, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"ღვთის გუ­ლის­თვის, ეს ადა­მი­ა­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ვერ დარ­ჩე­ბა" - თქვა ჯო ბა­ი­დენ­მა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის შე­სა­ხებ ვარ­შა­ვა­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

თეთ­რი სახ­ლის ლი­დერ­მა პუ­ტი­ნი გა­აფრ­თხი­ლა, "ერთი დი­უ­მით“ არ გა­და­ად­გილ­დეს ნა­ტოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ბა­ი­დენ­მა ასე­ვე თქვა, რომ "სწრა­ფი და დამ­სჯე­ლი ხარ­ჯე­ბი“ ერ­თა­დერ­თია, რაც მოს­კოვს კურ­სის შეც­ვლას აი­ძუ­ლებს.

"მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა დე­მოკ­რა­ტი­ას ეკის­რე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, და­ეხ­მა­როს უკ­რა­ი­ნას. ომი უკვე იყო რუ­სე­თის სტრა­ტე­გი­უ­ლი მარ­ცხი“, - გა­ნა­ცხა­და ბა­ი­დენ­მა.

მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნის პა­სუ­ხის არას­წო­რად გა­ან­გა­რი­შე­ბით, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი "არც ისე დი­დად ის­ტო­რი­ის მცოდ­ნე“ აღ­მოჩ­ნდა. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტის თქმით, "რუ­სე­თი­დან ტვი­ნე­ბის გა­დი­ნე­ბა ხდე­ბა“ და ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო მე­დია პრო­პა­გან­დის­ტუ­ლია.

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა დას­ძი­ნა, რომ ევ­რო­პამ უნდა და­ას­რუ­ლოს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რუ­სულ საწ­ვავ­ზე.

"თქვენ არ ხართ ჩვე­ნი მტე­რი“- ასე მი­მარ­თა ბა­ი­დენ­მა რუს ხალ­ხს"მე ყო­ველ­თვის პირ­და­პირ და გულ­წრფე­ლად გე­ლა­პა­რა­კე­ბო­დით თქვენ, რუს ხალ­ხს. ნება მო­მე­ცით გი­თხრათ ეს, თუ თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ამის მოს­მე­ნა: რუსი ხალ­ხი არ ხართ ჩვე­ნი მტე­რი. მე არ მჯე­რა, რომ თქვენ მი­ე­სალ­მე­ბით უდა­ნა­შა­უ­ლო ბავ­შვე­ბის და ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბის მკვლე­ლო­ბას, ან სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის, სკო­ლე­ბის, სამ­შო­ბი­ა­რო­ე­ბის - რუ­სუ­ლი რა­კე­ტე­ბით და­ბომბვას“, - გა­ნა­ცხა­და ბა­ი­დენ­მა.

თეთ­რი სახ­ლის ლი­დერ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე კონ­ფლიქ­ტი არ მო­ი­თხოვს ამე­რი­კის პირ­და­პირ სამ­ხედ­რო ჩა­რე­ვას.

"ამე­რი­კუ­ლი ძა­ლე­ბი ევ­რო­პა­ში არ არი­ან იმის­თვის, რომ კონ­ფლიქ­ტში ჩა­ერ­თონ რუ­სულ ძა­ლებ­თან, ამე­რი­კუ­ლი ძა­ლე­ბი აქ არი­ან ნა­ტოს მო­კავ­ში­რე­ე­ბის და­სა­ცა­ვად“, - თქვა მან.

"უკ­რა­ი­ნა­ში ომი სწრა­ფად არ დას­რულ­დე­ბა""უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომი სწრა­ფად არ დას­რულ­დე­ბა. ხალ­ხი წინ ხან­გრძლი­ვი ბრძო­ლის­თვის უნდა მო­ემ­ზა­დოს, - ამის შე­სა­ხებ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა პო­ლო­ნე­თის დე­და­ქა­ლაქ ვარ­შა­ვა­ში გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

თეთ­რი სახ­ლის ლი­დერ­მა ცივი ომის დროს კო­მუ­ნიზმსა და და­სავ­ლეთს შო­რის ბრძო­ლა გა­იხ­სე­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს იყო "ბრძო­ლა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის", "თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და რეპ­რე­სი­ებს შო­რის".

"რუ­სეთ­მა და­ახ­რჩო დე­მოკ­რა­ტია. ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის პრე­ტენ­ზია უკ­რა­ი­ნის დე­ნა­ცი­ფი­კა­ცი­ის შე­სა­ხებ არის უხამ­სი“, - დას­ძი­ნა ბა­ი­დენ­მა.

"ჩვენ თქვენ გვერ­დით ვდგა­ვართ, წერ­ტი­ლი“- გა­ნუ­ცხა­და უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა.

myquiz