უკრაინელმა სამხედროებმა პოლტავკა და მალინივკი გაათავისუფლეს
უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქები, პოლტავკა და მალინივკი ოკუპაციისგან გაათავისუფლეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ამასთან, CNN-ის ინფორმაციით, რამდენიმე ვიდეოს გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ უკრაინულმა ჯარებმა კონტროლი აღადგინეს სუმის ოლქის რამდენიმე სოფელზე, ისევე როგორც ვილხივკას დასახლებაზე, რომელიც უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში, რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით 32 კილომეტრში მდებარეობს.