"უკრაინა ხერსონს დღეს დაიბრუნებს"- რას აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი? | Allnews.Ge

"უკრაინა ხერსონს დღეს დაიბრუნებს"- რას აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი?

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი მარკიან ლუბკივსკი აცხადებს, რომ ქალაქ ხერსონს უკრაინა დიდი ალბათობით დღეს დაიბრუნებს, - ამის შესახებ მრჩეველმა BBC Radio 4-ს განუცხადა.

„მე მჯერა, რომ დღეს ქალაქი სრულად იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ. ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩვენ დავასრულეთ ოპერაცია კიევის რეგიონში, ამიტომ სხვა შეიარაღებული ძალები ახლა კონცენტრირებულნი არიან ქვეყნის სამხრეთ ნაწილში და ცდილობენ გაათავისუფლონ ხერსონი და უკრაინის სხვა რამდენიმე ქალაქი“, -განაცხადა მან.

myquiz