"რეგიონის გაზით უზრუნველყოფის სანაცვლოდ, ბჟანია გამოუცდელს ბიჭებს ომში უშვებს" - აფხაზეთის "პრეზიდენტის" რუსეთში ვიზიტის დეტალები და სოხუმის მწვავე გამოხმაურება | Allnews.Ge

"რეგიონის გაზით უზრუნველყოფის სანაცვლოდ, ბჟანია გამოუცდელს ბიჭებს ომში უშვებს" - აფხაზეთის "პრეზიდენტის" რუსეთში ვიზიტის დეტალები და სოხუმის მწვავე გამოხმაურება

რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, რუ­სეთს ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ე.წ. ცო­ცხა­ლი ძა­ლის შემ­დეგ, აფხა­ზე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის დახ­მა­რე­ბაც დას­ჭირ­და. 23 მარტს, აფხა­ზე­თის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტი ას­ლან ბჟა­ნია მოს­კოვ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მის ე.წ. ოფი­ცი­ა­ლურ ვი­ზიტს მა­შინ­ვე მოჰ­ყვა აფხა­ზეთ­ში ეჭ­ვე­ბი, რომ ეს შეხ­ვედ­რა რუ­სე­თის­თვის სამ­ხედ­რო ძა­ლის დახ­მა­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და.

გა­მო­ცე­მა ekhokavkaza.com-მა, გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მად რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, სერ­გეი ლავ­როვ­მა მოს­კოვ­ში აფხა­ზე­თის თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის "პრე­ზი­დენ­ტი" ას­ლან ბჟა­ნია მი­ი­ღო, რა დრო­საც აფხა­ზე­თის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ ქვე­ყა­ნა მხარს უჭერს რუ­სე­თის სპე­ცო­პე­რა­ცი­ას უკ­რა­ი­ნა­ში.

იმავდრო­უ­ლად, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ბჟა­ნი­ას დაჰ­პირ­და, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია მხარს და­უ­ჭერს აფხა­ზეთს სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­მე­ებ­ში და მისი ად­გი­ლის დამ­კვიდ­რე­ბა­ში.

ასე­ვე 23 მარტს გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე ბჟა­ნია შეხ­ვდა რუ­სე­თის ვიცე-პრე­მი­ერს ალექ­სან­დრე ნი­ვა­კოვს.

"ნო­ვა­კოვ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნი­ხი­ლეს საგ­ზაო რუ­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სა­კი­თხი და ენერ­გო­უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ოპ­ტი­მი­ზა­ცია, ასე­ვე, აფხა­ზე­თის გა­ზი­ფი­კა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი სქე­მის შე­მუ­შა­ვე­ბა" - წერს გა­მო­ცე­მა.

რო­გორც შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ირ­კვა, ბჟა­ნია ლავ­როვს დაჰ­პირ­და, რომ უკ­რა­ი­ნა­ში აფხა­ზი სამ­ხედ­რო­ე­ბით და­ეხ­მა­რე­ბო­და. განაგრძეთ კითხვა

myquiz