„მათ სურდათ მოეკლათ უკრაინის ლიდერები: ჩვენი პრეზიდენტი და პრემიერი"- ვინ გეგმავდა ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაციას? | Allnews.Ge

„მათ სურდათ მოეკლათ უკრაინის ლიდერები: ჩვენი პრეზიდენტი და პრემიერი"- ვინ გეგმავდა ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაციას?

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩევლის, მარკიან ლუბკივსკის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის სავარაუდო მკვლელობის გეგმაში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ იყო ჩართული.

„მათ სურდათ მოეკლათ უკრაინის ლიდერები: ჩვენი პრეზიდენტი და პრემიერი. ეს იყო მიზანი და რამდენიმე მათგანი უშედეგოდ გამოგზავნეს უკრაინაში“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა.

მისი თქმით, ზელენსკის მკვლელობის გეგმის შესახებ ინფორმაცია დადასტურებულია.

„ყველა ეს დოკუმენტი და საჭირო მტკიცებულება წარედგინება საერთაშორისო სასამართლოს,” - აღნიშნა მარკიან ლუბკივსკიმ.

ცნობისთვის, „ვაგნერის“ დაჯგუფება დაკავშირებულია კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქთან, ევგენი პრიგოჟინის სახელთან, თუმცა ის „ ვაგნერთან“ ყველანაირ ურთიერთობას უარყოფს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის გაერთიანებულმა სამეფომ „ვაგნერს“ სანქციები დაუწესა.

myquiz