დონალდ ტრამპი ჰილარი კლინტონს სასამართლოში უჩივის - რაში სდებს მას ბრალს აშშ-ის ექსპრეზიდენტი | Allnews.Ge

დონალდ ტრამპი ჰილარი კლინტონს სასამართლოში უჩივის - რაში სდებს მას ბრალს აშშ-ის ექსპრეზიდენტი

აშშ-ს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, დო­ნალდ ტრამ­პი ჰი­ლა­რი კლინ­ტონს და სხვა დე­მოკ­რა­ტებს 2016 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს შეთ­ქმუ­ლე­ბის მო­წყო­ბა­ში სდებს ბრალს. ტრამ­პი კლინ­ტონს ადა­ნა­შა­უ­ლებს იმა­ში, თით­ქოს კლინ­ტონ­მა ტრამპსა და რუ­სეთს შო­რის არ­სე­ბულ კავ­შირ­ზე ხმე­ბი გა­ავ­რცე­ლა. ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ფლო­რი­დის ფე­დე­რა­ლურ სა­სა­მარ­თლო­ში შე­ტა­ნილ 108 გვერ­დი­ან სარ­ჩელ­ში ცდი­ლობს და­ამ­ტკი­ცოს, რომ მისი და­მარ­ცხე­ბა ჯო ბა­ი­დენ­თან 2020 წლის არ­ჩევ­ნებ­ში, სწო­რედ კლინ­ტო­ნის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბის შე­დე­გი იყო.

ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნის მომ­ხრე­ე­ბი, 2016 წლის არ­ჩევ­ნებ­ში ტრამ­პის გა­მარ­ჯვე­ბას, ექ­სპრე­ზი­დენ­ტის რუს აგენ­ტებ­თან შეკ­ვრას უკავ­ში­რებ­დნენ.

ამას­თან, 2020 წელს აშშ-ის სე­ნა­ტის კო­მი­ტე­ტის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა 966 გვერ­დი­ან­მა მოხ­სე­ნე­ბამ და­ას­კვნა, რომ რუ­სეთ­მა რეს­პუბ­ლი­კე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ოპე­რა­ტო­რი - პოლ მა­ნა­ფორ­ტი და "ვი­კი­ლიქ­სის" ვებ­სა­ი­ტი გა­მო­ი­ყე­ნა, რათა ტრამპს 2016 წლის არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა­ში დახ­მა­რე­ბო­და. თა­ვად მოს­კო­ვი, აშშ-ს არ­ჩევ­ნებ­ში ყო­ველ­გვარ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას უარ­ყოფს.

ტრამ­პი მის მიერ სა­სა­მარ­თლო­ში შე­ტა­ნი­ლი სარ­ჩე­ლით, მო­ი­თხოვს ფუ­ლად კომ­პენ­სა­ცი­ას. ის ასე­ვე ითხოვს სა­დამ­სჯე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა­საც, რად­გან, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის დროს იძუ­ლე­ბუ­ლი იყო გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ხარ­ჯე­ბი გა­ე­ღო. კერ­ძოდ, 24 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი. ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ტრამ­პის ბრალ­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა არ ისურ­ვა.

myquiz