"პუტინის დანაშაულებრივი ბრძანების შესრულებით, თქვენ უდიდეს შეცდომას უშვებთ" - რუსმა ოფიცერმა რუს სამხედროებს უკრაინის მხარეს გადასვლისკენ მოუწოდა | Allnews.Ge

"პუტინის დანაშაულებრივი ბრძანების შესრულებით, თქვენ უდიდეს შეცდომას უშვებთ" - რუსმა ოფიცერმა რუს სამხედროებს უკრაინის მხარეს გადასვლისკენ მოუწოდა

რუ­სე­თის "თა­ვი­სუფ­ლე­ბის ლე­გი­ო­ნის" ერთ-ერთი ქვე­და­ნა­ყო­ფის მე­თა­ურ­მა, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მხა­რეს იბ­რძვის, რუს სამ­ხედ­რო­ებს უკ­რა­ი­ნის მხა­რეს საბ­რძოლ­ვე­ლად გა­დას­ვლის­კენ მო­უ­წო­და. ოფიც­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა უკ­რა­ი­ნის მთა­ვა­რი დაზ­ვერ­ვის სამ­მარ­თვე­ლოს გვერ­დზეა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი.

"24 თე­ბერ­ვალს მე და ჩემი და­ა­ნა­ყო­ფი დიქ­ტა­ტორ პუ­ტი­ნის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ბრძა­ნე­ბის შემ­დეგ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ვე­დით. მივ­ხვდი, რომ ჩვენ აქ აშ­კა­რად არ მოვ­სულ­ვართ კე­თი­ლი გან­ზრახ­ვით, აქ არა­ვინ გვე­ლო­და ყვა­ვი­ლე­ბით, არა­მედ პი­რი­ქით, გაგ­ვა­ძე­ვეს და ფა­შის­ტე­ბი გვი­წო­დეს.

ამ­ხა­ნა­გე­ბო, პუ­ტი­ნის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ბრძა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბით, თქვენ უდი­დეს შეც­დო­მას უშ­ვებთ. 27 თე­ბერ­ვალს, უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის დახ­მა­რე­ბით, მე და ჩემი ასე­უ­ლი უკ­რა­ი­ნის მხა­რეს გა­და­ვე­დით, რათა ნამ­დვი­ლად და­ვიც­ვათ ხალ­ხი ნა­ცის­ტე­ბის­გან. თქვენ ჯერ კი­დევ გაქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა შე­ა­ჩე­როთ სი­სას­ტი­კე", - აცხა­დებს ის.