"პუტინი უკვე დამარცხებული და წაგებულია, სრულიად არასწორად ესმოდა, რა არის უკრაინა და ახლა ეს მისთვის თვალსაჩინო გახდა"- ბორის ჯონსონი | Allnews.Ge

"პუტინი უკვე დამარცხებული და წაგებულია, სრულიად არასწორად ესმოდა, რა არის უკრაინა და ახლა ეს მისთვის თვალსაჩინო გახდა"- ბორის ჯონსონი

ვფიქრობ, უკრაინას ნამდვილად შეუძლია გაიმარჯვოს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, გარკვეული თვალსაზრისით პუტინი უკვე დამარცხდა, რადგან მან ვერც კი წარმოიდგინა, როგორი წინააღმდეგობის გაწევა შეეძლოთ უკრაინელებს.

„არ ვფიქრობ, რომ გამარჯვება ადვილი იქნება. გარკვეული თვალსაზრისით პუტინი უკვე დამარცხებული და წაგებულია, რადგან ვფიქრობ, რომ მას, ფაქტობრივად, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ უკრაინელები ისეთ წინააღმდეგობას გაუწევდნენ, როგორსაც უწევენ. პუტინს სრულიად არასწორად ესმოდა, რა არის უკრაინა და ახლა მისთვის ეს თვალსაჩინო გახდა. მას არ შეუძლია დაიმორჩილოს უკრაინა. მას არ შეუძლია გაიმარჯვოს ამ თვალსაზრისით", - განაცხადა ჯონსონმა.

მისი თქმით, „ოპტიმისტურად არ არის განწყობილი“ იმასთან დაკავშირებით, რომ პუტინს ნამდვილად სურს მშვიდობა.

„ვფიქრობ, მან გადაწყვიტა გააორმაგოს ძალისხმევა უკრაინის დიდი ქალაქების „გროზნოდ გადაქცევის“ მიზნით და მე ვფიქრობ, რომ ეს ტრაგიკული შეცდომაა“, - აღნიშნა ჯონსონმა.