"ნატო-ს ათასობით საბრძოლო თვითმფრინავი ჰყავს, თუმცა უკრაინას არც ერთი არ მისცა" - ზელენსკის სიტყვა ნატოს-ს სამიტზე და ყველა მნიშვნელოვანი გზავნილი | Allnews.Ge

"ნატო-ს ათასობით საბრძოლო თვითმფრინავი ჰყავს, თუმცა უკრაინას არც ერთი არ მისცა" - ზელენსკის სიტყვა ნატოს-ს სამიტზე და ყველა მნიშვნელოვანი გზავნილი

"მე უკვე ერთი თვეა ერთ რა­მეს გი­მე­ო­რებთ, გა­და­არ­ჩი­ნოთ ჩვე­ნი ხალ­ხი და ქა­ლა­ქე­ბი, უკ­რა­ი­ნას სჭირ­დე­ბა სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბა შე­ზღუდ­ვე­ბის გა­რე­შე, ისე­ვე რო­გორც რუ­სე­თი იყე­ნებს ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ შე­ზღუდ­ვე­ბის გა­რე­შე მთელს თა­ვის არ­სე­ნალს, ანად­გუ­რებს ყვე­ლა­ფერს ცო­ცხალს, ნე­ბის­მი­ერ ობი­ექტს - სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი­დან ტაძ­რე­ბამ­დე, საკ­ვე­ბით სავ­სე სა­წყო­ბე­ბი­დან უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბამ­დე, ხი­დე­ბი­დან სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბამ­დე", - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ნა­ტოს რიგ­გა­რე­შე სა­მიტ­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

ზე­ლენ­სკის თქმით, ნა­ტოს ათა­სო­ბით საბ­რძო­ლო თვითმფრი­ნა­ვი ჰყავს, თუმ­ცა უკ­რა­ი­ნას არც ერთი არ მის­ცა, არა­ნაკ­ლებ 20 ათა­სი ტან­კი ჰყავს და უკ­რა­ი­ნის თხოვ­ნა­ზე 1% მა­ინც მი­ე­ცა ან მი­ე­ყი­და, ცხა­დი პა­სუ­ხი არ გას­ცა. ზე­ლენ­სკის თქმით, ომის პე­რი­ოდ­ში იმა­ზე უა­რე­სი არა­ფე­რი არ არის, ვიდ­რე დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნა­ზე არამ­კა­ფიო პა­სუ­ხე­ბი.

"რუ­სე­თის შე­მოჭ­რის პირ­ვე­ლი­ვე სა­ა­თე­ბი ჩვენ­თვის სას­ტიკ სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმებს ნიშ­ნავ­და. ერ­თთვი­ა­ნი ომის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სეთ­მა ჩვე­ნი ქა­ლა­ქე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ 1000-ზე მეტი სხვა­დას­ხვა რა­კე­ტა გა­უშ­ვა, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ასო­ბით ავი­ა­ი­ე­რი­ში. ჯერ კი­დევ 24 თე­ბერ­ვალს მე თქვენ აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­სა­გე­ბი და ლო­გი­კუ­რი თხოვ­ნით მოგ­მარ­თეთ - დაგ­ვხმა­რე­ბო­დით ცის ჩა­კეტ­ვა­ში, და­გეც­ვათ ჩვე­ნი ხალ­ხი რუ­სუ­ლი ბომ­ბე­ბი­სა და რა­კე­ტე­ბის­გან.

ჩვენ ვერ გა­ვი­გო­ნეთ მკა­ფიო პა­სუ­ხი. უკ­რა­ი­ნას არ აქვს მძლავ­რი რა­კეტ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ია­რა­ღი, აქვს შე­და­რე­ბით მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ავი­ა­ცია, ვიდ­რე რუ­სეთს, ამი­ტომ მათი უპი­რა­ტე­სო­ბა ცაში მა­სობ­რი­ვი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბას ჰგავს და თქვენ ხე­დავთ შე­დე­გებს, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია მოკ­ლუ­ლი, რამ­დე­ნი მშვი­დო­ბი­ა­ნი ქა­ლა­ქია გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი. მე უკვე ერთი თვეა ერთ რა­მეს გი­მე­ო­რებთ - გა­და­არ­ჩი­ნოთ ჩვე­ნი ხალ­ხი და ქა­ლა­ქე­ბი, უკ­რა­ი­ნას სჭირ­დე­ბა სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბა შე­ზღუდ­ვე­ბის გა­რე­შე, ისე­ვე რო­გორც შე­ზღუდ­ვე­ბის გა­რე­შე რუ­სე­თი იყე­ნებს ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ მთელს თა­ვის არ­სე­ნალს, ანად­გუ­რებს ყვე­ლა­ფერს ცო­ცხალს, ნე­ბის­მი­ერ ობი­ექტს - სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი­დან ტაძ­რე­ბამ­დე, საკ­ვე­ბით სავ­სე სა­წყო­ბე­ბი­დან უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბამ­დე, ხი­დე­ბი­დან სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბამ­დე.

უკ­რა­ი­ნამ მოგ­მარ­თათ თვითმფრი­ნა­ვე­ბის­თვის, რათა ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი არ დაგ­ვე­კარ­გა. თქვენ ათა­სო­ბით საბ­რძო­ლო თვითმფრი­ნა­ვი გყავთ, მაგ­რამ ჩვენ არც ერთი არ მოგ­ვე­ცით. მოგ­მარ­თეთ ტან­კე­ბის­თვის, რათა ჩვენს ქა­ლა­ქებ­ზე ბლო­კა­დის მოხ­სნა შეგვძლე­ბო­და - მა­რი­უ­პოლ­ზე, ბერ­დი­ანსკზე, მე­ლი­ტო­პოლ­ზე, ქა­ლა­ქებ­ზე, სა­დაც რუ­სეთს ტყვედ ჰყავს აყ­ვა­ნი­ლი ასო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნი, ხე­ლოვ­ნუ­რად ქმნის შიმ­შილს. თქვენ გაქვთ არა­ნაკ­ლებ 20 ათა­სი ტან­კი, უკ­რა­ი­ნამ ერთი პრო­ცენ­ტი გთხო­ვათ, რომ გად­მო­გე­ცათ ან მო­გე­ყი­დათ, მაგ­რამ ვერ მი­ვი­ღეთ ცხა­დი პა­სუ­ხი.

უკ­რა­ი­ნას არას­დროს არ სურ­და ეს ომი და არ სურს წლო­ბით ბრძო­ლა. ჩვენ უბ­რა­ლოდ გვსურს ჩვე­ნი ხალ­ხის გა­დარ­ჩე­ნა. რო­გორც ნე­ბის­მი­ერ ერს, ჩვენ გვაქვს ამის უფ­ლე­ბა, სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბა, უფ­ლე­ბა ამ ერთ პრო­ცენტზე. მე არ ვა­და­ნა­შა­უ­ლებ ნა­ტოს, თქვენ არ ხართ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი, თქვე­ნი რა­კე­ტე­ბი და ბომ­ბე­ბი არ ანად­გუ­რე­ბენ ჩვენს ქა­ლა­ქებს. დღეს იყო "ფოს­ფო­რის ბომ­ბე­ბი“, მოკ­ლუ­ლე­ბი არი­ან დი­დე­ბიც და ბავ­შვე­ბიც.

მე უბ­რა­ლოდ მინ­და იცო­დეთ: ალი­ანსს ჯერ კი­დევ შე­უძ­ლია რუ­სუ­ლი იე­რი­შის შე­დე­გად უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის სიკ­ვდი­ლის შე­ჩე­რე­ბა ჩვენ­თვის იმ ია­რა­ღის მო­წო­დე­ბით, რო­მე­ლიც ჩვენ გვჭირ­დე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

myquiz