უკრაინელებმა რუსულ ძალებს კიევის აღმოსავლეთით, 25-35 კილომეტრით უკან დაახევინეს | Allnews.Ge

უკრაინელებმა რუსულ ძალებს კიევის აღმოსავლეთით, 25-35 კილომეტრით უკან დაახევინეს

უკრაინულმა ძალებმა რუსულ ძალებს კიევის აღმოსავლეთის ფრონტზე უკან დაახევინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი, აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით აცხადებს.

მათივე ინფორმაციით, როგორც ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რუსული ძალები აღმოსავლეთით კიევის ცენტრიდან დაახლოებით 55 კილომეტრის დაშორებით არიან, რა მანძილიც გუშინდელთან შედარებით, 25-35 კილომეტრამდე გაიზარდა.

როგორც CNN-ი იუწყება, წარმომადგენლის თქმით, კიევის ცენტრის ჩრდილო-დასავლეთით, რუსული ძალები იჭრებიან და ისინი თავდაცვით პოზიციებს ადგენენ და დასძენს, რომ ამ ხაზით, ისინი კიევის ცენტრს ვერ მიუახლოვდნენ.

ამავე ინფორმაციით, ისინი კიევის ცენტრის ჩრდილო-დასავლეთით, 10-15 კილომეტრის დაშორებით რჩებიან.

როგორც მედია წერს, ამავდროულად, ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსული ძალები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონბასის რეგიონში აქტიურდებიან და თქვა, რომ ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში დიდი რესურსი გამოიყენეს.

"ჩვენ ვიწყებთ იმის ხილვას, რომ ისინი კიევის გარშემო იჭრებიან, მაგრამ რეალურად ცდილობენ, უფრო მეტ დანაშაულებებზე წავიდნენ, ვიდრე ადრე, უფრო მეტი რესურსი მიმართულია აღმოსავლეთ ნაწილზე. ასე რომ, ამან ოდნავ შეცვალა ის, რაზეც ადრე ვსაუბრობდით", - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.