"ისი­ნი გა­უ­ჩი­ნარ­დნენ. დარჩენილია მხოლოდ ლავროვი... " - როგორ ეხმაურება მიხაილო პოდოლიაკი სერგეი შოიგუს საჯარო სივრციდან გაუჩინარებას | Allnews.Ge

"ისი­ნი გა­უ­ჩი­ნარ­დნენ. დარჩენილია მხოლოდ ლავროვი... " - როგორ ეხმაურება მიხაილო პოდოლიაკი სერგეი შოიგუს საჯარო სივრციდან გაუჩინარებას

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლის მრჩე­ვე­ლი მი­ხა­ი­ლო პო­დო­ლი­ა­კი რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის სერ­გეი შო­ი­გუს სა­ჯა­რო სივ­რცი­დან გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა. მისი თქმით, ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა რუსი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი ძა­ლი­ან სწრა­ფად ქრე­ბი­ან და სა­ჯა­როდ მხო­ლოდ სერ­გეი ლავ­რო­ვი და დმიტ­რი პეს­კო­ვი ჩნდე­ბი­ან.

"ისი­ნი გა­უ­ჩი­ნარ­დნენ. ასე­ვე არ ვრცელ­დე­ბა სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის სის­ტე­მუ­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ტო­კო­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი, მათ შო­რის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ პატ­რუ­შე­ვის, ბორტნი­კო­ვის, ნა­რიშ­კი­ნის. ისი­ნიც გაქ­რნენ სა­ვალ­დე­ბუ­ლო ოქ­მე­ბი­დან. ერთი სი­ტყვით, ყვე­ლა სრუ­ლი­ად გაქ­რა სა­ჯა­რო პრო­ტო­კო­ლის სივ­რცი­და­ნაც კი“, - გა­ნა­ცხა­და პო­დო­ლი­აკ­მა.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ჯა­რო სივ­რცე­ში პუ­ტინს მხო­ლოდ ერთი ერ­თგუ­ლი მსა­ხუ­რი დარ­ჩა - სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სერ­გეი ლავ­რო­ვი და პრესმდი­ვა­ნი დი­მიტ­რი პეს­კო­ვი, რო­მე­ლიც "ზოგ­ჯერ გი­ჟუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით ჩნდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში".

"დარ­ჩე­ნი­ლია მხო­ლოდ ლავ­რო­ვი, რო­მე­ლიც ცდი­ლობს და­ამ­ტკი­ცოს სა­გა­რეო ბაზ­რებ­ზე, რომ თუ რუ­სე­თი არ მოკ­ლავს უკ­რა­ი­ნა­ში მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას, მა­შინ ევ­რო­პამ შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც ცუდი ჩა­ი­ფიქ­როს. პეს­კო­ვი, რო­მე­ლიც პე­რი­ო­დუ­ლად გულ­წრფე­ლად თვლის, რომ ყვე­ლა­ფე­რი "სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ის გეგ­მის მი­ხედ­ვით" ხდე­ბა და ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია სან­ქცი­ე­ბის მე­ხუ­თე პა­კე­ტის მი­ღე­ბა ნავ­თო­ბის ემ­ბარ­გო­თი და მსოფ­ლიო პორ­ტე­ბის და­ხურ­ვით“, - გა­ნა­ცხა­და პო­დო­ლი­აკ­მა.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი სერ­გეი შო­ი­გუ მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­უ­ჩი­ნარ­და სა­ჯა­რო სივ­რცი­დან. ბო­ლოს ის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში 11 მარტს გა­მოჩ­ნდა.

myquiz