"თუ ნატო უკრაინაში თავის მშვიდობისმყოფელებს გაგზავნის, ეს იქნება პირდაპირი შეტაკება რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და ალიანსს შორის" - სერგეი ლავროვი | Allnews.Ge

"თუ ნატო უკრაინაში თავის მშვიდობისმყოფელებს გაგზავნის, ეს იქნება პირდაპირი შეტაკება რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და ალიანსს შორის" - სერგეი ლავროვი

თუ ნატო უკ­რა­ი­ნა­ში თა­ვის მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლებს გაგ­ზავ­ნის, ეს იქ­ნე­ბა პირ­და­პი­რი შე­ტა­კე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­სა და ალი­ანსს შო­რის, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა სერ­გეი ლავ­როვ­მა გა­ნა­ცხა­და.

ლავ­როვ­მა იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ მის კო­ლე­გებს და­სავ­ლეთ­ში ნამ­დვი­ლად ეს­მით მათ მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი სა­კი­თხის მნიშ­ვნე­ლო­ბა.

"იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ჩვენ­მა კო­ლე­გებ­მა უკვე გა­ნა­ცხა­დეს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში უნდა გა­იგ­ზავ­ნონ მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლე­ბი, იმე­დი მაქვს ეს­მით, რაზე სა­უბ­რო­ბენ. ეს იქ­ნე­ბა სწო­რედ ის პირ­და­პი­რი შე­ტა­კე­ბა რუს და ნა­ტოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს შო­რის, რო­მე­ლიც ყვე­ლას არა მხო­ლოდ სურს თა­ვი­დან აი­ცი­ლოს, არა­მედ მი­იჩ­ნევს, რომ ეს სა­ერ­თოდ არ უნდა მოხ­დეს,“- გა­ნა­ცხა­და ლავ­როვ­მა.

ცნო­ბის­თვის, პო­ლო­ნე­თი გეგ­მავს ნატო-ს სა­გან­გე­ბო სა­მიტ­ზე უკ­რა­ი­ნა­ში სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ის გაგ­ზავ­ნის სა­კი­თხი და­ა­ყე­ნოს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა­ზე მზა­ო­ბა უკვე გა­მოთ­ქვა და­ნი­ამ.