"ცოცხალი ვარ და ნაკაწრიც არ მაქვს" - რას ამბობს კანადელი სნაიპერი, რომლის შესახებაც არაერთი ყალბი ცნობა გავრცელდა | Allnews.Ge

"ცოცხალი ვარ და ნაკაწრიც არ მაქვს" - რას ამბობს კანადელი სნაიპერი, რომლის შესახებაც არაერთი ყალბი ცნობა გავრცელდა

სწერ­დნენ მე­უღ­ლე, მამა, მე­გობ­რე­ბი, სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი. ყო­ფილ­მა მე­თა­ურ­მა, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ის "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძო­და აც­ნო­ბა, რომ მისი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის ცხვა­რი შეს­წი­რეს.

"რო­გორც ხე­დავთ, ცო­ცხა­ლი ვარ და არც ერთი ნა­კაწ­რი არ მაქვს“, - ამ­ბობს ვალი CBC News-სთან, რო­მე­ლიც მას ვი­დე­ო­ზა­რის სა­შუ­ა­ლე­ბით და­უ­კავ­შირ­და.ის უკ­რა­ი­ნა­ში კი­დევ ერთ კა­ნა­დელ ვე­ტე­რან სამ­ხედ­როს­თან, მეტ­სა­ხე­ლად "ჩრდილ­თან“ ერ­თად ჩა­ვი­და. "ვალი" ამ­ბობს, რომ მის შე­სა­ხებ მე­დი­ა­ში ბევ­რი არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა, მა­გა­ლი­თად ის, რომ "მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი სნა­ი­პე­რია", და "რე­კორ­დუ­ლად ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ჰყავს მოკ­ლუ­ლი." სამ­ხედ­როს თქმით, მსგავს ინ­ფორ­მა­ცი­ებს რე­ა­ლო­ბას­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს და ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ კა­ნა­და­ში, კომ­პი­უ­ტე­რის პროგ­რა­მის­ტად მუ­შა­ობ­და, აქ­ტი­უ­რად არც ვარ­ჯი­შობ­და.

"მე კარ­გი სნა­ი­პე­რი ვარ, არა­ფე­რი მეტი, ან ნაკ­ლე­ბი. ჯერ არც ერთი რუსი არ მო­მიკ­ლავს. ვეხ­მა­რე­ბი უკ­რა­ი­ნე­ლებს - სნა­ი­პე­რი აწარ­მო­ებს უამ­რავ დაკ­ვირ­ვე­ბას, აღ­წე­რას“, - ამ­ბობს "ვალი."მი­სი­ვე თქმით, გა­სუ­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მან ნახა, თუ რო­გორ ბომ­ბავ­დნენ რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი ყვე­ლა­ფერს, გა­ნურ­ჩევ­ლად.

"ისი­ნი იყე­ნე­ბენ არ­ტი­ლე­რი­ას, ია­რაღს, ჭურ­ვებს, ისი­ნი უბ­რა­ლოდ ყველ­გან ის­ვრი­ან. ზო­გან ყვე­ლა­ფე­რი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია.“, - ამ­ბობს ვე­ტე­რა­ნი მებ­რძო­ლი. მი­სი­ვე თქმით, რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არც ეძი­ნა და არც ჭამ­და. ვალი ამ­ბობს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­ბის მხრი­დან თავ­დას­ხმი­სას და­უნ­დო­ბე­ლი, აპო­კა­ლიფ­სუ­რი სცე­ნე­ბი ნახა.

ის პო­პუ­ლა­რუ­ლია მე­დი­ა­ში, აძ­ლევს ინ­ტერ­ვი­უ­ებს მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს მთელს მსოფ­ლი­ო­ში. მებ­რძო­ლის თქმით, ასეთ­მა აქ­ტი­ვო­ბამ შე­საძ­ლოა, რუ­სუ­ლი დაზ­ვერ­ვის რა­დარ­ზე და­ა­ყე­ნა.

"ეს ძა­ლი­ან სა­ში­შია. მე შე­იძ­ლე­ბა მათ­თვის უფრო მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო ვიყო, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ჯა­რის­კა­ცი, მაგ­რამ ჩემი პოვ­ნა არც ისე ად­ვი­ლია“, - ამ­ბობს სამ­ხედ­რო. (წყა­რო: CBC.ca)

ცნო­ბის­თვის, თა­ვად სამ­ხედ­რო ამ­ბობს, რომ მე­დი­ა­ში მის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბი გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლი და გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლია. მისი თქმით, ის არას­დროს ყო­ფი­ლა სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ელი­ტუ­რი რაზ­მის წევ­რი და 3.45კმ-იანი გას­რო­ლა, რო­მელ­მაც 2017 წელს ISIS-ის წევ­რი იმ­სხვერ­პლა, მას არ შე­უს­რუ­ლე­ბია.

myquiz